ამ შეხვედრაში შედგა ბუდუ ზივზივაძის დებიუტი - ის და ოთარ კაკაბაძე "ესბიერგის" ძირითად შემადგენლობაში იყვნენ. ზივზივაძე 47-ნომრიანი მაისურით თამაშობდა. მთავარმა მწვრთნელმა ის ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე დააყენა.
რუსმა კომენტატორმა დანიელთა ქართველ მოთამაშეებზე ილაპარაკა და საინტერესო ფრაზა თქვა - იმედია, ჩვენი მცველები ზივზივაძეს შეჭამენო. ბუდუს მართლაც გაუჭირდა და კარიერაში საუკეთესო თამაში ნამდვილად ვერ ჩაატარა.
საქმე ისაა, რომ მოსკოველები დიდ უპირატესობას ფლობდნენ, ხოლო
...მაგრამ სწორედ ზივზივაძემ იყო "ესბიერგის" მიერ შექმნილი ერთადერთი რეალური საგოლე შეტევის მთავარი გმირი.
22 წლის ქართველი საჯარიმოში კარგად გაიხსნა, მცველს გაექცა და დაახლოებით 12 მეტრიდან უძლიერესად დაარტყა - მეკარე სერგეი ჩუპრუგოვმა ბურთი მოიგერია, ხოლო დამატებაზე "ესბიერგის" ფორვარდმა რობინ სოდერმა მიზანს ააცილა და მოსკოველები აშკარა გოლს გადაურჩნენ.
62-ე წუთზე ზივზივაძე შეცვალეს, კაკაბაძემ კი ბოლომდე ითამაშა. მატჩის შემდეგ მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა იენს ლეტორტმა ქართველი მცველი გამოარჩია.
"ჩვენ კმაყოფილები ვართ ფრედ დასრულებული თამაშითა და დაცვის ორგანიზაციით იმ რუსულ ტოპ-კლუბთან, რომელიც ჩემპიონთა ლიგაში ღირსეულად თამაშობს. რა თქმა უნდა, სურვილი გვაქვს, შეტევაში უფრო აქტიურად და აგრესიულად გამოვიყურებოდეთ. ეს ახლა შესაძლებელია, რადგან გუნდში ორი სწრაფი მოთამაშე დავიმატეთ - ოთარ კაკაბაძე და გიორგოს კაციკასი. ორივემ ძალიან კარგად ითამაშა. მათ დაამტკიცეს, რომ გუნდი გააძლიერეს და საუკეთესო შენაძენები არიან", - ამბობს ლეტორტი.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
https://www.youtube.com/watch?v=tDZQ2ZV7JzY
რაც შეეხება ბუდუს, ის მწვრთნელმაც ისე დააყენა და თვითონაც ისე ირჩევდა პოზიციას რომ ბურთი მასთან არ მისულიყო და მხოლოდ სიარულით ან აჩქარებული ნაბიჯით მოძრაობით იყო დაკავებული.
ბუდუ არ შეუჭამიათ მცველებს, მისკენ არ იყურებოდნენ პარტნიორები კლუბიდან. ცოდვაა ეს ბიჭი ასე დეაქტივირებული,იმედია რომ ან კლუბი მოერგება მას, ან ის მოერგება კლუბს.