ტენდენცია: რეკორდულად ბევრი ქართველი რუსეთის წლევანდელ პრემიერლიგაში!

AutoSharing Option
ახლახან "ურალში" ჩარიცხული ჯიმი ტაბიძე მეშვიდე ქართველია, რომელიც მიმდინარე სეზონში რუსეთის პრემიერლიგის გუნდის განაცხადში მოხვდება.

გიორგი ლორია სამარის "კრილია სოვეტოვში" თამაშობს, გია გრიგალავა ტულის "არსენალში", საბა კვირკველია ყაზანის "რუბინში", თორნიკე ოქრიაშვილი - "კრასნოდარში", ჯანო ანანიძე - მოსკოვის "სპარტაკში", გიორგი ჭანტურია - ეკატერინბურგის "ურალში".

ამას გარდა, მალე გადაწყდება, რუსეთის პრემიერლიგის "ორენბურგი" სინჯებზე მყოფ ქართველებს, ლევან გეგეჭკორსა და ელგუჯა ლობჯანიძეს აიყვანს თუ ბათუმის "დინამოში" დააბრუნებს.

აღსანიშნავია, რომ ტაბიძე "ურალის" მესამე ქართველი ფეხბურთელია - ჭანტურიას გარდა, მთავარი გუნდის განაცხადშია ფლანგის ნახევარმცველი რევაზ ღავთაძეც.

შეგახსენებთ, რომ 21 წლის ფეხბურთელი ზესტაფონში დაიბადა, მაგრამ შემდეგ მისი ოჯახი რუსეთში, სვერდლოვსკის ოლქის ქალაქ პოლევსკოიში დასახლდა. ასე რომ, ღავთაძე, რეალურად, რუსული ფეხბურთის პროდუქტია. "ურალის" დუბლებში ის 17 წლისა აიყვანეს, პრემიერლიგაში დებიუტი კი შარშან 19 მარტს, გროზნოს "ტერეკთან" შეხვედრაში ჰქონდა. თუმცა მიმდინარე სეზონში მთავარ გუნდში ჯერ არ უთამაშია.

წლეულს, რუსეთში რეკორდულად ბევრი ქართველი (იგულისხმება რუსული პასპორტის მქონენიც) ფეხბურთელია. ღავთაძის გარდა, პრემიერლიგაში 9 ისეთი ქართველია, ჯიბეში უცხო ქვეყნის პასპორტი რომ უდევს: მოსკოვის "სპარტაკში" - მცველი გიორგი ჯიქია (23 წლის) და ნახევარმცველი გიორგი მელქაძე (19), "ორენბურგში" - თავდამსხმელი ანზორ სანაია (27), "უფაში" - მეკარე გიორგი შელია (28), "კრასნოდარში" - მარცხენა მცველი ლეო გოგლიჩიძე (19), პერმის "ამკარში" - მცველი დავით ხურციძე (23), ყაზანის "რუბინში" - ნახევარმცველი გიორგი მახათაძე (18), მახაჩყალის "ანჟიში" - ფლანგის უნივერსალი მცველი (ორივე ფლანგზე თამაშობს) გურამ თეთრაშვილი (28), ეკატერინბურგის "ურალში" - ასევე ფლანგის ნახევარმცველი რევაზ ღავთაძე (21).

დღევანდელი მონაცემებით, რუსეთის პრემიერლიგის გუნდებში სულ 16 ქართველი ირიცხება, რაც ერთი გუნდის დასაკომპლექტებლად სრულიად საკმარისია. იქ მოთამაშე ქართველების სიმბოლური ნაკრები (თავის შემცვლელებიანად) დაახლოებით ასე წარმოგვიდგენია:

ლორია (შელია), თეთრაშვილი, კვირკველია, ჯიქია (ტაბიძე), გრიგალავა (ხურციძე, გოგლიჩიძე), მელქაძე, მახათაძე, ღავთაძე, ანანიძე, ოქრიაშვილი, ჭანტურია (სანაია).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
წადით ბიჭებო მეტმა, გაუხარეთ გული რუსეთს,ამხიარულეთ, ემოციები ადენინეთ,ემსახურეთ ოქრო და ვერცხლის ბიჭებმა,მიიღეთ გასამრჯელო მათი გართობისათვის, მე შენ გეტყვი და მაგათ ფული ნავთობიდან მოჭრილი აკლიათ თუ რა.
აი რისთვის იბრძოდნენ სხვები რომ თქვენთვის ეს ხანა მოსულიყო, მტრის სტადიონებზე ასეულათასობით ის გიჟები შეჰყაროთ რომლებიც ცოტა ხნსი წინ "Сожги Грузина"-ს გაჰყვიროდნენ.
ჰო, ოაჯხები გაქვთ სარცენი თურმე და მხოლოდ თქვენ არა?
QWERTY
12:31 11-02-2017
0
dzalian sainteresoaaa.
TAMAZIKO
11:11 11-02-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული