საბა კვირკველია: არასდროს დავხრი თავს, ჯერ კაცი ვარ და შემდეგ ფეხბურთელი

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის "რუბინის" მცველმა საბა კვირკველიამ, რომელიც ამჟამად გუნდთან ერთად ესპანურ შეკრებაზე იმყოფება, რუსულ გამოცემა "სოვეტსკი სპორტს" გულახდილი და ემოციური ინტერვიუ მისცა.

შეგახსენებთ, რომ 25 წლის მცველს მიმდინარე სეზონში "რუბინის" შემადგენლობაში სათამაშო დრო პრაქტიკულად არ ეძლევა.

- როგორ განიხილავთ თქვენს ამჟამინდელ მდგომარეობას გუნდში - ხართ ძირითადის, სათადარიგო, წამსვლელი თუ ტრანსფერზე დაყენებული მოთამაშე?
- მე ფეხბურთელი ვარ. ისეთივე, როგორიც ყველა. "რუბინთან" კონტრაქტი კიდევ თითქმის სამი წელი მაკავშირებს. იყო სხვა კლუბში გადასვლის რამდენიმე ვარიანტი, მაგრამ "რუბინთან" შეთანხმება ვერ მოხერხდა. რადგან
ასეა, ვფიქრობ, უნდა დავრჩე და ვივარჯიშო. დრო გვიჩვენებს.

- მზად ხართ, იჯარით წახვიდეთ?
- იჯარა არ მინდა.

- ბოლო-ბოლო, ითამაშებდით მაინც.
- ჩემს იჯარაზე რეალური წინადადება არ ყოფილა. რომ ყოფილიყო, განვიხილავდი მაინც...

- ნაკლებ ხელფასზე სხვა გუნდში გადასვლას დათანხმდებით?
- ასეთ საკითხებს კონკრეტიკა სჭირდება. რამდენად ნაკლებზე? გადასვლა სად? ამის გარეშე საუბარი უაზრობაა.

- ამ სეზონში ხუთი ტურის გასვლის შემდეგ ინტერვიუში სამწვრთნელო შტაბი თქვენდამი უნდობლობის გამო გააკრიტიკეთ. მას შემდეგ რამე შეიცვალა?
- ჩემპიონატში არცერთ მატჩში მითამაშია. ვნახოთ, რა იქნება სეზონის დარჩენილ ნაწილში. ვიმუშავებ, როგორც ყველა. არსად მივდივარ.

- იმ ინტერვიუს შემდეგ ხავი გრასიას რაიმე სახის რეაქცია შეამჩნიეთ?
- ვერაფერს გეტყვით. რა თქმა უნდა, არცთუ რბილად ნათქვამი გამომივიდა. ემოციურად ვილაპარაკე, რადგან რთული მომენტი მქონდა. როგორია, წლიდან წლამდე მუდმივად თამაშობდე და უცებ უსარგებლო გახდე. თითქოს სადღაც ჩავიკარგე. ახლა ემოციები განელდა და უკვე ვიცი, ვისთან როგორ უნდა მოვიქცე.

- მთავარ მწვრთნელთან დალაპარაკება თუ სცადეთ?
- და რაზე უნდა ვილაპარაკოთ? მწვრთნელი - ეს არის ადამიანი, ვინც ყველაფერს ისე წყვეტს, როგორც თავად სურს. "რუბინს" ჩემი გაშვება რომ უნდოდეს, ნორმალური თანხის სანაცვლოდ შემელეოდა.

- და რამდენად?
- 2-3 მილიონად. 5 მილიონად კი, რამდენსაც ჩემში ითხოვდნენ, წასვლა ძნელია. და რადგან კლუბებმა ვერ მოილაპარაკეს, უნდა ვიმუშაო და დავამტკიცო, რომ ფეხბურთში რაღაც შემიძლია. საკონტროლო მატჩებში თითო ტაიმს ვთამაშობ, ცხოვრება გრძელდება. მწვრთნელი ყველაფერს ხედავს და დანარჩენი მისი გადასაწყვეტია.

- გასაგებია, რომ "რუბინს" თქვენი გაშვება დაცვაში დეფიციტის შექმნის საშიშროების გამო არ სურს. იქნებ ის მაინც გაგერკვიათ, რა აზრისაა გრასია თქვენზე?
- და რა უნდა თქვას? საერთოდ, პრეტენზია არავის მიმართ მაქვს. ყველაფერი ხდება. არ არსებობს ფეხბურთელი, ყველა მატჩში რომ თამაშობდეს. მთავარი ჯანმრთელობაა და მადლობა უფალს, ამ მხრივ პრობლემა არ მაქვს.

- რატომ გეძახის გუნდში ყველა საბას?
- ჩემი სახელი შემოკლებით სწორედ ასე გამოითქმის. როგორც დავითის შემოკლებული ვარიანტია დათო, ასევეა სოლომონის შემთხვევაში საბა.

- მეგრელი ხართ?
- გვარია მეგრული, მაგრამ დავიბადე და გავიზარდე სამტრედიაში, იმერეთში.

- ერთ დროს იქ საკმაოდ კარგი "ლოკომოტივი" გამოდიოდა.
- დღეს "სამტრედია" ქვეყნის მოქმედი ჩემპიონია. კარიერის დასაწყისში ჩვენთან თამაშობდა ზაზა ჯანაშია. კახა კალაძე დაიბადა და ჭაბუკობისას თამაშობდა სამტრედიაში.

- იქ დიდი სტადიონია?
- 5-6 ათასიანი.

- ერთმა თქვენმა თანამემამულემ, "რუბინში" თქვენს გარშემო შემქნილ ვითარებაზე საუბრისას თქვა - ან უნდა წავიდეს, ან - გაჩუმდესო.
- არასდროს დავხრი თავს და დავდუმდები. ჯერ კაცი ვარ და მხოლოდ ამის შემდეგ ფეხბურთელი. თუკი ვინმე აუგს რამეს მაკადრებს, საკადრის პასუხს გავცემ. თუ საჭირო გახდება, სახეშიც მიიღებს, სულ ერთია, ვინც უნდა იყოს.

"რუბინში" უკვე ექვსი წელია ვარ, რაც პატარა დრო არაა. ყველაზე უკეთ ვიცი, რა ვითარებაა აქ. ცუდს არავინ მკადრებს და ამიტომაც მშვიდად ვაგრძელებ ჩემ საქმეს.

- ანუ, ითმენთ.
- კონტრაქტის დასრულებამდე უფეხბურთო სამ წელიწადს ვერავინ მოითმენს.

- თქვენ ამ სეზონში არც დუბლებში გითამაშიათ?
- არა.

- პრაქტიკის გარეშე დარჩენა რომელ საფეხბურთო თვისებებს ავნებს? თუ პირველ რიგში, ეს თავმოყვარეობაზე მოქმედებს?
- ასე გიპასუხებთ: არ უნდა დაუჯერო კაცს, რომელსაც კარგად არ იცნობ. უნდა ენდო მხოლოდ მეგობარს, ძმას ან ადამიანს, ვისთანაც ხანგრძლივი ურთიერთობა გაკავშირებს. მხოლოდ ერთი წლის ნაცნობს - არა. ეს საკუთარ თავზე გამოვცადე.

- ვის გულისხმობთ?
- არ ვიტყვი, თუმცა თავად მიხვდება.

- საკუთარ თავში თუ ხედავთ იმის მიზეზს, რაც თქვენს თავს ხდება?
- დაწერეთ - კვირკველიას გამოცდილება არ ჰყოფნის. "რუბინში" ასზე მეტი შეხვედრა ჩავატარე, მაგრამ მაინც არასაკმარისია. გამოუცდელი ვარ, ანდა სუსტი - ესევ ვერსიაა.

- უტრირებთ. მაგრამ, ხომ ედრებით მათ, ვინც თამაშობს?
- საკუთარ ნაკლზე არავინ გეტყვით. მაგრამ რადგან არ ვთამაშობ, გამოდის, რომ მე სუსტი ვარ, ისინი კი - ძლიერები.

- ყაზანს მიეჩვეით?
- დიდი ხანია. ყველა მიცნობს და ყველას ვიცნობ. ბევრი მეგობარი მყავს და თავს კომფორტულად ვგრძნობ.

- ქართული რესტორნები არის?
- მრავლად და თანაც ნამდვილი - იმიტომ, რომ მათი მეპატრონეები ქართველები არიან.

- საქართველოს ნაკრებში როგორ მიგდით საქმე?
- აი, წელიწადში ოცჯერ რომ გამომიძახონ ნაკრებში, ოცივეჯერ ჩავალ დიდი სიამოვნებით! იმ ქვეყნის სახელით თამაში, სადაც დაიბადე, ისწავლე ყველაფერი - ბედნიერებაა. და კიდევ, მადლობა ჩვენს მწვრთნელ ვლადიმირ ვაისს. როდესაც კლუბში სათამაშო პრაქტიკა არ გაქვს, ნაკრებში კი მუდმივად გადიხარ მოედანზე, ეს ძალიან დიდი მხარდაჭერაა.

ესპანელებს მოვუგეთ, უელსს ფრე ვეთამაშეთ. ოქრიაშვილს, ჯანოს, ჭანტურიას არანორმალური პოტენციალი აქვთ. მიეცი პასი და შეხედე, რას შექმნიან. დადექი და ამოისუნთქე - ბურთის დაჭერა სამი-ოთხი წუთის განმავლობაში თავისუფლად შეუძლიათ.

ოდესღაც რუსეთის ნაკრებში მეც მიწვევდნენ. მოვიდნენ ბაზაზე, იყო საუბარი. ერთი სიტყვა იყო საჭირო: დიახ. მე კი ვთქვი: არა. ჩემი - საქართველოს ნაკრებია და ის ჩემთვის ყველაფერია.

- თქვენი აგენტი რევაზ ჩელებაძეა?
- შეთანხმება, როგორც აგენტთან, არავისთან მაქვს. მაქვს კარგი ურთიერთობები და მათ შორის, ჩელებაძესთან. თუკი ვინმე კარიერის გაგრძელების კარგ ვარიანტს შემომთავაზებს, განვიხილავ.
მკითხველის კომენტარები / 18 /
ჩემო თენგო, ჩვენ ყველანი ქართველები ვართ, რა თქმა უნდა მერე მეგრელები, იმერლები, სვანები და ასე შემდეგ! სანამ ამას ვერ გაიგებს მეგრელები, იმერლები, გურულები და სხვა, მანა არ იქნება ჩვენი საშველი! ჩვენ ერთმანეთზე ახლობელი სხვა არავინა გვყავს!
შოდა
12 თებერვალი 2017 13:18
0
მართლა მაგარი კაცია საბა, საამაყო ქართველია,მაგრამ შეეშალა, არაუშავს, ვის არ შეშლია, ასეთ დროს პასუხი მარტივი საბა, მეგრელი იგივე ქართველია!!! მეგრელების აბსოლუტური უმრავლესობა ასე აზროვნებს. გამსახურდიამ რა უთხრა გულიას, ამას უბრალოდ ვერ ვაკადრებ საბას.
ბმბ
12 თებერვალი 2017 12:55
0
ამხელა კაცია,და შეკითხვაზე მეგრელია თუ არა,რა საჭიროა ორ აზროვანი პასუხის გაცემა.მეგრელობა რაა ცუდია? თუ გვარი მეგრულია ე/ი მეგრელი ხარ, რათ უნდა ამას,იქ დავიბადე, აქ გავიზარდე.
თენგო
12 თებერვალი 2017 12:08
0
იასონ კვირკველია არ გაგიგონია შე კაცო?

" ნახევარი ძალით დავარტყამ"....
მარგალ კოჩი.
11 თებერვალი 2017 21:41
0
შენ რა ჯიშისა ხარ თვითონ თუ იცი
სოსო-სსს
11 თებერვალი 2017 21:19
0
სოსო, რა იყო, მარგალი ხარ და გაგიტყდა რომ არ აღიარა მარგალიობა? რუსი რომ გკითხავს მეგრელი (მინგრელ) ხარო, საერთოდ არ ვიცი ეგ რას ნიშნავსო უნდა უპასუხო.
odala
11 თებერვალი 2017 21:01
0
სოსო,რას ჰქვია ჯიში ვერ გაურკვევია,მაგისთანა ჯიშიანი ბევრი ჰყავდეს საქართველოს,კაცობას უწუნებ თუ ოსტატობას.შენს გამო კი ვიღაცა მე შემაგინებს და ეგ არის ჯიშიანობა და კარგი საქციელი?
სოსო სოსოს
11 თებერვალი 2017 20:57
0
კონტრაქტი გასაგებია, მაგრამ კონტრაქტის ცალმხრივად გაწყვეტა არ შეიძლება? რა კონტრაქტია ასეთი, მონობაა თუ რა უბედურებაა?!
მე ასეთ საშინელებასთან შეგუება არ შემიძლია, ჯანღონით სავსე კარგი ფეხბურთელი საუკეთესო ასაკში ვერ გადის მინდორზე, დაჟე შესვლაზეჩ არ შეჰყავთ?!
aburjga
11 თებერვალი 2017 20:56
0
ხავი გრასიაშია პრობლემა თუ ის ბასკია. 2 წელი
არსად არ უმუშავია ზედიზედ რაღა იქ
გააჩერებენ დიდხანს.
ვეტერანი
11 თებერვალი 2017 20:22
0
მართლა უჯიშოსავით აზროვნებ!
სოსო-ს
11 თებერვალი 2017 20:17
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული