[ლეგიონის უქმეები] ქვილითაიამ ავსტრიაში გაიტანა, კაჭარავამ - კვიპროსში [VIDEO]

AutoSharing Option
გიორგი ქვილითაიამ ვენურ დერბიში გაიტანა, კვიპროსში გოლის გემო გაიხსენა ნიკა კაჭარავამაც, რუსეთში ჯიმი ტაბიძის დებიუტი შედგა...

იტალია. სერია A.
ლევან მჭედლიძემ ტრავმის გამო გამოტოვა მილანის "ინტერთან" დაპირისპირება, რომელიც "ჯუზეპე მეაცაზე" 2:0 დასრულდა, იტალიური ფეხბურთის გრანდის სასარგებლოდ.

იტალია. ლეგა პრო.
ირაკლი შეყილაძის "ტუტოკუოიომ" სტუმრად "ერმინიოს" 1:0 აჯობა. ჩვენებური 84-ე წუთზე გამოცვალეს.

ესპანეთი. ლა ლიგა 1|2|3.
გიორგი აბურჯანია 81-ე წუთზე გამოჩნდა "სევილიას" დუბლებისა და "ლუგოს" მატჩში, როცა მისი გუნდი აგებდა. საბოლოოდ, ანდალუსიელებმა ქულა გადაარჩინეს - 1:1.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

გერმანია. II ბუნდესლიგა.

ლუკას
ჰუფნაგელის
"ნიურნბერგი" ერთ-ერთ ლიდერ "ბრაუნშვაიგს" შინ 1:1 დაუზავდა. ლუკასი სათადარიგო იყო.

აკაკი გოგიას სერიოზული ტრავმა აქვს, მის გარეშე კი დრეზდენის "დინამო" ჰამბურგში "ზანკტ პაულისთან" დამარცხდა - 0:2.

საფრანგეთი. ლიგა 2.
ჯაბა კანკავა (რეიმსი) დისკვალიფიცირებული იყო. ასე რომ, "სოშოსთან" 0:1 წაგებულ თამაშში მონაწილეობა არ მიუღია.

ჰოლანდია. ერედივიზიე.
"ვიტესმა" შინ მნიშვნელოვანი მატჩი წააგო "ვილემ II"-სთან. შეუცვლელად ითამაშა გურამ კაშიამ, რომელსაც პირველი გოლის ეპიზოდში უკეთ თამაში მართებდა.

"დღეს ეს მარცხი მხოლოდ ჩვენი ბრალია, რადგან კარგად არ გვითამაშია", - განაცხადა კაშიამ, რომლისთვისაც ეს თამაში მე-200 იყო "ვიტესის" მაისურით ჰოლანდიის ჩემპიონატში. სხვათა შორის, ქართველი კაპიტანი "ვიტესის" მხოლოდ მეცხრე ფეხბურთელია, 200-იანთა კლუბში რომ მოხვდა.

ავსტრია. ბუნდესლიგა.
განახლდა ავსტრიის ჩემპიონატი და გიორგი ქვილითაიამ თავი ვენის დერბიში გამოიჩინა - "აუსტრიამ" და "რაპიდმა" 1:1 ითამაშეს. 55-ე წუთზე "აუსტრიას" კარში ჩვენებურმა შესანიშნავი თავურით გაიტანა და სტუმრები დააწინაურა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

შემდეგ "რაპიდი" 10 კაცით დარჩა და უპირატესობა ვერ შეინარჩუნა. ქვილითაია 70-ე წუთზე შეცვალეს. 23 წლის ფორვარდისთვის ეს მე-4 გოლია ჩემპიონატში.

პორტუგალია. პრიმეირა ლიგა.
გიორგი მაკარიძის "მორეირენშემ" "სპორტინგს" უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 2:3 დათმო. ქართველმა მეკარემ სრულად ითამაშა.

პორტუგალია. სეგუნდა ლიგა.
აუტსაიდერი "ოლიანენშეს" რიგებში არ ჩანს ამ გუნდში იჯარით გადასული რომან ჭანტურია, ამასობაში კი მისმა თანაგუნდელებმა სტუმრად მოულოდნელად დაამარცხეს "ფაფე" - 2:1.

ავთო ებრალიძის "ჟილ ვისენტემ" კი ზედიზედ მეორე ტურში მოიგო (2:1), ამჯერად - "სანტა კლარასთან". ქართველი შემტევი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 67-ე წუთზე შეცვალეს.

პოლონეთი. ექსტრაკლასა.
პოლონური პირველობა განახლდა, მაგრამ უამინდობამ ერთი მატჩი მაინც შეიწირა - ნიკა ძალამიძის "ლენჩნამ" ვერ უმასპინძლა "ზაგლებიეს".

ვაკო ყაზაიშვილის
"ლეგია" კი ლუკა ზარანდიას "არკას" ეწვია და 1:0 მოუგო. ზარანდია განაცხადში არ ყოფილა, ასე რომ, მისი დებიუტი გადაიდო. ვაკო კი მოედანზე იყო 76-ე წუთამდე. მეორე ტაიმში ქართველმა ორჯერ გამოიჩინა თავი სოლო-რეიდებით, თუმცა გოლის გატანა ვერ შეძლო.

"პლოცკისა" და "შლიონსკის" დაპირისპირებაში ქართული დუელი არ შედგა. მასპინძელთა რიგებში შეუცვლელად ითამაშა გიორგი მერებაშვილმა, მაგრამ სტუმართა თერთმეტეულში ვერ მოიძებნა ლაშა დვალის ადგილი - ის არც შეცვლაზე შესულა.

დღეს ექსტრაკლასაში კიდევ ერთი მატჩი გვაინტერესებს - მათე ცინცაძის "პოგონი" "პიასტს" მასპინძლობს.

რუმინეთი. ლიგა 1.
"გაზ მეთანში" ისევ არ ჩანს გუნდში 5 წლის მერე დაბრუნებული აკაკი ხუბუტია, მისმა გუნდმა კი შინ 1:2 წააგო "კლუჟთან".

კვიპროსი. I დივიზიონი.
ირაკლი მაისურაძის "ერმისმა" "არისთან" 1:2 წაგებით ექვსეულში ადგილი დაკარგა. ქართველმა ნახევარმცველმა მასპინძელთა რიგებში 50-ე წუთამდე ითამაშა.

ნიკა კაჭარავამ "ახნასს" ქულა გადაურჩინა "აპოლონთან" დაპირისპირებაში - 2:2. გუნდი 10 კაცით თამაშობდა და აგებდა, როცა 66-ე წუთზე კაჭარავა გავიდა სათამაშოდ. მან 82-ე წუთზე გაიტანა გადამწყვეტი გოლი, რომელიც ქართველი ფორვარდისთვის მეთორმეტეა მიმდინარე სეზონში. მისი თანაგუნდელი გიორგი ილურიძე ბოლომდე სათადარიგოთა სკამზე დარჩა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge


აზერბაიჯანი. პრემიერლიგა.
ნიკა კვეკვესკირის "გაბალა" სტუმრად "ზირას" დაუზავდა - 2:2. ჩვენებურმა შეუცვლელად ითამაშა ამ დაპირისპირებაში.

დღეს ქართული დუელი (კვირტია-ხიზანიშვილი) შედგება აზალ-ისა და "ინტერის" თამაშში, გიორგი ნავალოვსკის "ნეფთჩი" კი "სუმგაითს" უმასპინძლებს.

ფინეთი. თასი.
ირაკლი სირბილაძის კპვ-მ 2:1 მოუგო ჰაუპა-ს. ჩვენებური სასტარტო შემადგენლობაში იყო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
კი კი შედგა ურალში. 90 წუთი ითამაშა.
0
გოლები! ძლიივს! ქვილითაიას 4 გოლი აქვს, კაჭარავას 12! მჭედლიძეს 5. სერბებთან კარგად თუ დაალაგა ვაისმა გუნდი შეიძლება ხორვატია გავიმეოროთ!
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული