გიორგი ჯიქია: ჯანო ანანიძე ქართული სიტყვების სწორად წარმოთქმას მასწავლის

AutoSharing Option
მოსკოვის "სპარტაკის" ოფიციალურ საიტზე გიორგი ჯიქიას ინტერვიუ გამოქვეყნდა, სადაც სხვა საინტერესო საკითხებთან ერთად, ის ჯანო ანანიძესთან ურთიერთობაზე საუბრობს.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან.

"მე და ჯანო პირველივე დღიდან დავმეგობრდით. ერთ ოთახში ვცხოვრობთ და ის ძალიან მეხმარება, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ერთ ენაზე ვსაუბრობთ. მე რუსულად საუბარი მიადვილდება, ჯანოს - ქართულად. და, აი, გამოგვდის ქართულ-რუსული საუბარი. ჯანო ქართული სიტყვების სწორად წარმოთქმას მასწავლის. არაფრით გამომდის...

ვფიქრობ, შეკრების ბოლოს უკვე ოპტიმალურ ფორმაში ვიქნები. წონაში უნდა დავიკლო - ასე, 2 კილო კიდევ. ზედმეტი წონა ქართული კერძების
შედეგია. მე ხომ ერთ-ერთი იმათგანი ვარ, ვისაც ჭამა უყვარს?! საცივი, ხინკალი, ხაჭაპური - ეს სამი ყველაზე მეტად მიყვარს. მაგრამ, გარწმუნებთ, საქმეს სერიოზულად მივუდგები და წონაში დავიკლებ.

აბუ-დაბიში ჯანოსთან ერთად ერთ სერიალს ვუყურებდი, რომელსაც ესპანეთში არ აჩვენებენ. ამიტომ სხვა ფილმის ყურება დავიწყეთ. ოთახში მაგიდაზე რამდენიმე წიგნი დევს, რომლამდეც ჯერ არ მივსულვართ.

ანანიძეს ესპანეთის ჩემპიონატი მოსწონს. მას მოსწონს იმ გუნდების თამაშების ყურება, სადაც მისი სიმაღლის ფეხბურთელები თამაშობენ. მე კი ინგლისის პრემიერლიგა მხიბლავს, სადაც სწრაფი ფეხბურთია. ასე რომ, სხვადასხვა ინტერესი გვაქვს. ფეხბურთს ცალ-ცალკე ვუყურებთ - ამ დროს ერთმანეთისგან ვისვენებთ", - განაცხადა ჯიქიამ.
მკითხველის კომენტარები / 4 /
კაი მესმის ქართული არ იცი მაგრამ იმ ოჯახ აშენებულმა რომ გასწავლა საცივი და ხინკალის ჭამა თან ესწავლებინა ერთი ორი ქართული სიტყვა.
jojo
05:37 14-02-2017
0
ქარტლად რომ ვერ საუბრობს,ეგ გასაკვირი არ არის,ბიჭი რუსეთში გაიზარდა.მასე დავით კლდიაშვილიც ვერ ლაპარაკობდა ქართულად,რუსეთიდან რომ ჩამოვიდა,მაგრამ ისეთი ქართული ისწავლა,ქართულ ლიტერატურაში კლასიკოსად არის ცნობილი.ერთია მხოლოდ,კლდიაშვილის გული ქართულად ძგერდა და ვარიანტებს არ ითვლიდა ერისკაცობაში რომელი ერის მსახურობა სჯობდა,ჯიქიას კი ქართველობის გრძნობა ეტყობა მაინცადამაინც არ უღიტინებს.იქნებ ჯანომ გაახსენოს იავნანასავით და სისხლმა უყივლოს,იმედს ნუ დავკარგავთ,მაგრამ არჩევანის გაკეთების დროა უკვე.
სოსო
18:02 13-02-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული