გიორგი ჯიქია: ჯანო ანანიძე ქართული სიტყვების სწორად წარმოთქმას მასწავლის

AutoSharing Option
მოსკოვის "სპარტაკის" ოფიციალურ საიტზე გიორგი ჯიქიას ინტერვიუ გამოქვეყნდა, სადაც სხვა საინტერესო საკითხებთან ერთად, ის ჯანო ანანიძესთან ურთიერთობაზე საუბრობს.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან.

"მე და ჯანო პირველივე დღიდან დავმეგობრდით. ერთ ოთახში ვცხოვრობთ და ის ძალიან მეხმარება, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ერთ ენაზე ვსაუბრობთ. მე რუსულად საუბარი მიადვილდება, ჯანოს - ქართულად. და, აი, გამოგვდის ქართულ-რუსული საუბარი. ჯანო ქართული სიტყვების სწორად წარმოთქმას მასწავლის. არაფრით გამომდის...

ვფიქრობ, შეკრების ბოლოს უკვე ოპტიმალურ ფორმაში ვიქნები. წონაში უნდა დავიკლო - ასე, 2 კილო კიდევ. ზედმეტი წონა ქართული კერძების
შედეგია. მე ხომ ერთ-ერთი იმათგანი ვარ, ვისაც ჭამა უყვარს?! საცივი, ხინკალი, ხაჭაპური - ეს სამი ყველაზე მეტად მიყვარს. მაგრამ, გარწმუნებთ, საქმეს სერიოზულად მივუდგები და წონაში დავიკლებ.

აბუ-დაბიში ჯანოსთან ერთად ერთ სერიალს ვუყურებდი, რომელსაც ესპანეთში არ აჩვენებენ. ამიტომ სხვა ფილმის ყურება დავიწყეთ. ოთახში მაგიდაზე რამდენიმე წიგნი დევს, რომლამდეც ჯერ არ მივსულვართ.

ანანიძეს ესპანეთის ჩემპიონატი მოსწონს. მას მოსწონს იმ გუნდების თამაშების ყურება, სადაც მისი სიმაღლის ფეხბურთელები თამაშობენ. მე კი ინგლისის პრემიერლიგა მხიბლავს, სადაც სწრაფი ფეხბურთია. ასე რომ, სხვადასხვა ინტერესი გვაქვს. ფეხბურთს ცალ-ცალკე ვუყურებთ - ამ დროს ერთმანეთისგან ვისვენებთ", - განაცხადა ჯიქიამ.
მკითხველის კომენტარები / 4 /
xachapuri, rom ukvars, kartvelobaz unda uxarodes, jano kuri autie mag garusebuls!
kika
14:26 13-02-2017
0
ქართული რო არ იცი და არ გეხერხება სტყვების წარმოთქმა, ეს რა საამაყოა,დავმალავდი,შენს ადგილას რომ ვიყო.
სტატუს ქუო
16:56 13-02-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული