თემურ ფარცვანია: სამადლობელი არაფერია - ქართველი ვარ!

AutoSharing Option
დონეცკის "ოლიმპიკის" ქართველმა ფეხბურთელმა თემურ ფარცვანიამ Sportall.ge-ს რუბრიკა "ინტერნეტკონფერენციის" მეშვეობით მკითხველთა კითხვებს უპასუხა. ამასთან, ფარცვანიამ საუკეთესო კითხვის ავტორი შეარჩია, რომელსაც საჩუქრად თავის საკლუბო მაისურს უსახსოვრებს.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერნეტკონფერენციიდან.

მკითხველი:

- თემურ, გამარჯობა. პირველ რიგში, დიდ მადლობას გიხდი, რომ უკრაინასა და საქართველოს შორის არჩევანი ჩვენ სასარგებლოდ გააკეთე. მაინტერესებს, შენი ეს გადაწყვეტილება მხოლოდ ეროვნებიდან გამომდინარეობს თუ იყო სხვა ფაქტორებიც, რის გამოც ჩვენს ნაკრებში თამაში ამჯობინე?
- სამადლობელი არაფერია. არაერთხელ მითქვამს, რომ ქართველი ვარ და ჩემი ოჯახი საქართველოში ცხოვრობს. თავის დროზე, საქართველოდან ჩემი
წასვლა რიგმა მიზეზებმა განაპირობა.

სხვა ფაქტორებთან დაკავშირებით გეტყვით, რომ არანაირი სხვა მოტივი არ მქონია. ქართველი ვარ და თუკი ნაკრებში თავის გამოჩენის შანსი მექნება, ბედნიერი ვიქნები.

სრული ინტერნეტკონფერენციის ნახვა აქ შეგიძლიათ - თემურ ფარცვანიამ Sportall.ge-ს მკითხველებს უპასუხა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეხლა გახდა ეს პატრიოტი ახალგაზრდულში რო მიწვიეს არ მინდაო უფროს ნაკრებში მოვალო პატარებში ხო უკრაინაშიც ვარო :) არადა ერთხელ ყავდათ გამოძახებული :)
lasha
21:54 13-02-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული