თამაშის წინ gol24.pl-ს კომენტარი "ლეგიაში" იჯარით მოთამაშე ვაკო ყაზაიშვილმა მისცა: "ჰოლანდიაში 5 წელი ვთამაშობდი და "აიაქსს" კარგად ვიცნობ. ვიცნობ მათ მწვრთნელსაც.
"აიაქსი" და "ლეგია" ერთნაირ ფეხბურთს თამაშობენ. ორივე იბრძვის მოედანზე თამაშის გასაკონტროლებლად. არა მგონია, რომ პოლონეთის ჩემპიონატის დონე ჰოლანდიისას რამით ჩამორჩებოდეს. აქ თითოეული მატჩის მოგება ძალიან ძნელია", - განაცხადა ყაზაიშვილმა.
ვაკომ პოლონეთის ჩემპიონატში "არკასთან" განვლილ მატჩზე და "ლეგიას" გეგმებზეც ილაპარაკა: "დიდი ბრძოლა გადაგვხდა და საბედნიეროდ, გაგვიმართლა. სეზონის ბოლომდე ბევრი
შეგახსენებთ, რომ ჰოლანდიაში თამაშისას, მან სამჯერ დალაშქრა "აიაქსის" კარი (2-ჯერ ჩემპიონატში, ერთხელ თასზე). იყო დრო, როცა "აიაქსის" მისით დაინტერესებაზეც ლაპარაკობდნენ.