რატომ არ შეიყვანა "კრასნოდარმა" თორნიკე ოქრიაშვილი ევროპალიგის განაცხადში

AutoSharing Option
ხვალ, 16 თებერვალს, ევროპალიგის 1/8-ფინალური ეტაპის მატჩები გაიმართება. თორნიკე ოქრიაშვილის "კრასნოდარი" შინ თურქულ "ფენერბახჩეს" მიიღებს.

ოქრიაშვილი "კრასნოდარში" თავისუფალი აგენტის სტატუსით გასული წლის სექტემბერში გადავიდა, როცა სატრანსფერო ფანჯარა დახურული იყო, ამიტომ იმ დროისთვის მისი ევროპალიგის განაცხადში შეყვანა ვერ მოხერხდა. მაშინ ითქვა, რომ ჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, თორნიკეს "კრასნოდარი" პლეი-ოფებისთვის განაცხადში შეიყვანდა, თუმცა... უეფას ოფიციალურ საიტზე "კრასნოდარის" განაცხადში ქართველი ვერ ვიპოვეთ.

აღმოჩნდა, რომ ოქრიაშვილი კვლავ განაცხადს მიღმაა, მიზეზის გასარკვევად კი მის აგენტ, მამე ამიროვს დავუკავშირდით. აგენტის თქმით, მთავარი მიზეზი, რის გამოც საქართველოს ეროვნული
ნაკრების ფეხბურთელი განაცხადს მიღმა დარჩა, ისაა, რომ კლუბს სხვა პოზიციებზე პრობლემები ჰქონდა, ოქრიაშვილი კი წელს რუსეთის ჩემპიონატისთვის შემოინახეს.

ეს ყველაფერი კი იმას ნიშნავს, რომ "კრასნოდარი" რომც გაცდეს "ფენერბახჩეს" და 1/4-ფინალში გავიდეს, ოქრიაშვილი წელს ევროპალიგაზე ვეღარ ითამაშებს.
მკითხველის კომენტარები / 16 /
რატო და ძველბიჭობას და ქეშაობას თავი უნდ დაანებოს და ფეხბურთი უნდა იტამაშოს...
hoo
16 თებერვალი 2017 15:21
0
123! თქვენი შეკითხვა უსაფუძვლოა!არ იწვევდნენ. ეს ფაქტია. მე თორნიკეს თამაში ნახული მაქვს ნაკრებში. მხოლოდ ამით შემიძლია მასზე ვიმსჯელო. ყველაზე უკეთ=ესი და ყველაზე მონდომებული ფეხბურთელია, არასდროს თავი არ დაუზოგავს, საკვანძო გოლებიც მას გაჰქონდა! გენკში რა იყო და თურქულ ჭ კლასის გუნდში არ ვიცი. აიყვანა კრასნოდარმა, სხვამ არ გამოიჩინა ინტერესი. ეს არის სულ.
aburjga
16 თებერვალი 2017 14:39
0
ხოდა რატო არ იწვევდა არავინ??? ხო არ იცით ვისი ბრალია?
123
16 თებერვალი 2017 13:49
0
რას ქვია რა უნდა ქნას? რით ვერ ისწავლეს ქართველმა ფეხბურთელებმა რომ რუსეთში წარმატებას ვერ მიაღწევენ? მიზანმიმართულად არ ათამაშებენ რომ არ ნახოს ვინმე სკაუტმა მისი თამაში , კვერკველიას ამდენი ხანი სკამი ახეხინეს საცოდავ ბიჭს არადა რა ნიჭიერი იყო, მაგრამ ტიპი მაინც არ მიდის რუსეთში, ისევ რუსეთში უნდა, სტოკჰოლმის სინდრომი რატომ სჭირს ქართველ ერს და მით უმეტეს ფეხბურთელებს?
რა უნდა ქნას?
16 თებერვალი 2017 13:43
0
aburjga
მერე ვინ ითვალისწინებს ჩვენს რჩევას.
დემე
16 თებერვალი 2017 13:43
0
ანუ რუსეთის ჩემპიონატის დონეა მეტი არაო? თუ მე გავიგე რამე არასწორად?
qar
16 თებერვალი 2017 13:23
0
მე უნამუსოდ არაფერი დამიწერია ,თუ დიდი მიზნები გაქვს უნდა იმუშავო,თავდაუზოგავად უნდა ივარჯიშო მითუმეტეს ნიჭი ხელს გიწყობს,ეტყობა ალბათ რაღაც ხელს უშლის თორემ ან საქართველოში უნდა ეთამაშა,ან ბელგიაში ან თურქეთში,ან რუსეთში უნდა ითამაშოს ისე,რომ ხელის აუკანკალებლად უნდა შეიყვანონ განაცხადში,კარგი ბელგია ხომ რუსეთი არ არის?ანაც თურქეთი?მაგალითად შოთა არველაძე,კახი კალაძე და სხვები გამოდგებიან ,
ქუთაისელი
16 თებერვალი 2017 13:17
0
DAMSHVIDDIT MEGOBREBO,KRASNODARI GANWIRULIA FENERBAXCHESTAN,ASEROM AREQNEBAT RAME PRETENZIA MISMIMART AM WAGEBASHI..
euhhh
16 თებერვალი 2017 12:55
0
ძალიან მაინტერესებდა ფენერბახჩესთან როგორ ითამაშებდა ოქრი, მაგრამ რაც გავიგე ძალიან გული დამწყვიტა ამ ამბავმა.
kika
16 თებერვალი 2017 12:54
0
ქუთაისელი,იკა,სოსო თქვენ გეკითხებით, თორნიკემ რა უნდა ქნას, შევარდეს და ძალით ითამაშოს?! ასე უსამართლოდ ლაპარაკი როგორ შეიძლება? საერთოდ არავინ იწვევდა, უგუნდოდ იყო სადაც მიიწვიეს ეს კრასნოდარია! მივიდა და არც ტუ ურიგიოდ ითამაშა. ახლა რა ქნას?! იგივე დღეშია კვირკველია! თუ იცით როგორ უნდა მოიქცნენ დაწერეთ, ურჩიეთ! თუ არა და ასე უნამუსო ლაპარაკს თავი დაანებეთ!
aburjga
16 თებერვალი 2017 12:40
0

სიახლეები პოპულარული