ლაშა შერგელაშვილი: მიმაჩნია, რომ "რიგასში" გადასვლით სწორად მოვიქეცი

AutoSharing Option
23 და 25 იანვარს უზბეკეთსა და იორდანიასთან ამხანაგურ მატჩებში ვლადიმირ ვაისმა "სამტრედიის" ყოფილი ფეხბურთელი ლაშა შერგელაშვილიც გამოსცადა. სხვების რა გითხრათ და, დებიუტანტის კვალობაზე ის საკმაოდ თამამიც იყო მოედანზე, აქტიურიც და სასარგებლოც.

ახლახან 24 წლის მცველი ლატვიურ "რიგასში" ჩაირიცხა. ეს გუნდი იქაურ 8-გუნდიან ვირსლიგაში (უმაღლესი) შარშან მე-6 ადგილზე გავიდა. "რიგასში" თბილისის "ლოკომოტივის" ყოფილი საყრდენი ნახევარმცველი გიორგი დიაკვნიშვილი და გორის "დილასა" და მოსკოვის ცსკა-ს ექსნახევარმცველი, საქართველოში დაბადებული ნიკა ფილიევი თამაშობენ.

ლაშა შერგელაშვილს "ლელო" ტრანსფერსა და ახალ გუნდზე ელაპარაკა:

"მიმაჩნია, რომ ამ ეტაპზე
სწორი გადაწყვეტილება მივიღე. მინდოდა ჩემი თავი სხვა ჩემპიონატში გამომეცადა. აქ ერთადერთი მიზანი და დაინტერესება კარიერული წინსვლაა და მეტი არაფერი. იმედია, ასეც მოხდება.

მიუხედავად იმისა, რომ ლატვიის ჩემპიონატის დონე საქართთველოს უმაღლესი ლიგისგან დიდად არ განსხვავდება, მჯერა, ეს წინსვლაში დამეხმარება", - ამბობს შერგელაშვილი.

მისივე თქმით, ლატვიურ კლუბს ადვილად შეეწყო:

"დიდი ხანი არ არის, რაც გუნდთან ერთად პირველად ვივარჯიშე. აქ ძალიან სასიამოვნო გარემოა, ფეხბურთელები თუ მწვრთნელი ძალიან თბილად დამხვდნენ. ეს ჩემთვის მოულოდნელი იყო და ამან ძალიან გამახარა".

შერგელაშვილი ამბობს, რომ "რიგასი", განსხვავებით იმისგან, რაც საქართველოში იწერება თუ ითქმება, ამბიციური კლუბია:

"გუნდმა წინა სეზონი მე-6 ადგილზე დაასრულა და ბევრს ჰგონია, რომ ახალ ჩემპიონატშიც მაჩანჩალა, უამბიციო კლუბი იქნება. რეალურად, სეზონის დასრულების შემდეგ "რიგასში" ბევრი რამ შეიცვალა და მეც სწორედ ამის გამო წამოვედი აქ.

როგორც ვიცი, ამ ეტაპზე გუნდი საკმაოდ გაძლიერდა და ჩემპიონობისთვის აპირებს ბრძოლას. იმედია, წარმატებას მივაღწევთ და ჩემი მოლოდინი გამართლდება. ამას ხელს უწყობს კლუბის გარემო, ფინანსური და სავარჯიშო პირობები, რომელიც სრულიად დამაკმაყოფილებელია".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
არა ვინმე პატრონი ეს ჯუგელი რომ მოაჰორონ ფეხბურტს დამანგრეველი რომ არის კარტული ფეხბურტის ტამაჰებს რომ აკეტებს და ფულს მტელი ცხოვრებაა მოაჰორეტ აკედან და ფეხბურტიც დაემგვანება ფეხბურტს სირცხვილი კობის
soso
11:26 20-02-2017
0
Jango ქუთაისელი რაშუაშია აამ თემასთან საერთოდ ან რა საღადავოა ქუთაისელები შენი.
ქუთაისელი
19:12 19-02-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული