რევიშვილმა მოლდოვურ კლუბთან კონტრაქტი დღეს გააფორმა. კონტრაქტის თანახმად, ქართველი მეკარე "დაჩიაში" სეზონის ბოლომდე დარჩება. შეგახსენებთ, რომ რევიშვილი ბოლოს თბილისის "დინამოს" ღირსებას იცავდა.
დღესვე "დაჩიასთან" კონტრაქტი გააფორმა ქუთაისის "ტორპედოს" ყოფილმა ნახევარმცველმა გუგა ფალავანდიშვილმა. რევიშვილის მსგავსად, ფალავანდიშვილიც "დაჩიაში" სეზონის ბოლომდე გაჩერდება, შემდეგ კი "ეთნიკოსს" დაუბრუნდება, რომელმაც მისი დარეგისტრირება ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ვერ შეძლო.