- იანვრის ბოლოს ნაკრებმა თქვენ გარეშე ორი ამხანაგური მატჩი ითამაშა...
- დიახ, უზბეკეთთან ფრე დუბაიში 2:2 და 0:1 მარცხი იორდანიასთან. ეს იყო ნაკრების უახლოესი რეზერვის გამოცდა. ისე, მე მაინც არ ვითამაშებდი ამ მატჩში, რადგან მხოლოდ 1 კვირის დაწყებული მქონდა ვარჯიში.
ძალიან ბევრი მაკლდა საუკეთესო კონდიციამდე. უბრალოდ გამოსვლა და თამაში კი არ შეიძლება, ნაკრები უდიდესი მნიშვნელობისაა, მისთვის ასი პროცენტით მზად უნდა იყო.