"აიაქსთან" დაპირისპირების წინ "ლეგიაში" იჯარით მოთამაშე ვაკო ყაზაიშვილი, ტრადიციულად, ყურადღების ცენტრში მოექცა. კლუბის ოფიციალურმა საიტმა ქართველთან ისაუბრა:
"ვაკო ყაზაიშვილმა "აიაქსის" წინააღმდეგ 9-ჯერ ითამაშა და 3 გოლი გაიტანა. მან გაუტანა "აიაქსს" "ვიტესში" თამაშისას, როცა მისი მწვრთნელი პეტერ ბოში იყო - "აიაქსის" ახლანდელი მწვრთნელი. არავინ იცის "აიაქსი" ისე კარგად, როგორც ვაკომ", - წერს საიტი.
"ერედივიზიეში ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი თამაშობს. ჰოლანდიაში
ეს ხშირად ხდება "აიაქსში", ტოპ-ტალანტები ევროპის ტოპ-გუნდებში ხვდებიან, როგორც ახლახან არკადიუშ მილიკი მოხვდა "ნაპოლიში".
პეტერ ბოშს ძალიან კარგად ვიცნობ, "ვიტესში" თითქმის სამი წელიწადი ვიმუშავეთ ერთად. ეს არის მწვრთნელი გამარჯვებულის მენტალიტეტით, გამოცდილი და ინტელიგენტი. მისი გაწვრთნილი გუნდები ინიციატივას ხელში იგდებენ, დომინირებენ მთელი თამაშის განმავლობაში, ახდენენ მეტოქეზე მუდმივ პრესინგს. ასეთი თამაშის სტილი კი ძალიან მოსწონს გულშემატკივარს.
ხუთშაბათის მატჩთან დაკავშირებით, არ ვიცი, რატომ, მაგრამ კარგი წინათგრძნობა მაქვს. მთავარი ისაა, რომ ვარშავაში გოლი არ გაგვიშვია. ნებისმიერი ფრე გოლებით კი საჩვენოა. ამიტომ მცირე უპირატესობა გვაქვს.
დარწმუნებული ვარ, რომ შევძლებთ მეტოქის გაგდებას, მაგრამ ამ სტადიონზე თამაში ძალიან ძნელია. დიდი არენა, რომელზეც ყოველთვის სათამაშო ატმოსფეროა, მე ეს მოედანი კარგად ვიცი.
ხუთი წელი გავატარე ჰოლანდიაში, ქვეყანას კარგად ვიცნობ და იქ მეგობარიც ბევრი მყავს. ჩემი მეგობრები თვალყურს ადევნებდნენ ჩვენს გამოსვლას ჩემპიონთა ლიგაზე".