ოფიციალურად: საბა კვირკველია მოსკოვის "ლოკომოტივის" ფეხბურთელია

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ყაზანის "რუბინის" მცველი საბა კვირკველია კარიერას მოსკოვის "ლოკომოტივში" გააგრძელებს.

Sportall.ge-ს ინფორმაციით, 25 წლის მცველი "ლოკომოტივში" იჯარის წესით გადავიდა. კონტრაქტი 3-თვიანია და მისი ამოწურვის შემდეგ, მოსკოვურ კლუბს სურვილის შემთხვევაში კვირკველიას გამოსყიდვა შეეძლება. ახალ კლუბში კვირკველია 33-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.

შეგახსენებთ, რომ კვირკველია "რუბინს" 2011 წლიდან ეკუთვნის, კონტრაქტი კი 2019 წლის ზაფხულამდეა გათვალისწინებული. ამ გუნდის მაისურით მის ანგარიშზე 87 მატჩი და 3 გოლია. მიმდინარე სეზონში საბას ყაზანურ გუნდში სათამაშო პრაქტიკა არ ჰქონდა.

რუსეთის პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში "რუბინი" და "ლოკომოტივი"
23-23 ქულით მეცხრე-მეათე ადგილებს იყოფენ. მოსკოვურ გუნდს ქართველი ფეხბურთელებისთვის კარგად ნაცნობი სპეციალისტი, იური სიომინი წვრთნის.
მკითხველის კომენტარები / 2 /
1 წელი არ უთამაშია, და დასამტკიცებელილი თუ არაფერი აქვს - წავიდეს აბა სახლში.
amk
24 თებერვალი 2017 04:55
0
წარმატებები საბა. შენ დასამტკიცებელი რუსეთში არაფერი არ გაქვს, უკვე დაამტკიცე რომ უმაღლესი კლასის მცველი ხარ! უბრალოდ, აჩვენე ეხლა შენი კაი თამაშით ძველ ხემლძღვანელობას რომ შეცდნენ რომ არ გათამაშებდნენ!
ქომაგი
23 თებერვალი 2017 22:55
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული