ვაკო ყაზაიშვილის "ლეგია" ევროპალიგიდან გამოვარდა

AutoSharing Option
დღეს, 23 თებერვალს, ევროპალიგის 1/16-ფინალური ეტაპის განმეორებითი შეხვედრები გაიმართა. ვაკო ყაზაიშვილის "ლეგია" ამსტერდამის "აიაქსს" ესტუმრა და ანგარიშით 0:1 დამარცხდა.

ამ გუნდებს შორის პირველი შეხვედრა ერთი კვირის წინ ვარშავაში უგოლო ფრეთი დასრულდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ყაზაიშვილის გუნდი ევროპალიგას გამოეთიშა. თავად ვაკო სტუმართა ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელადაც ითამაშა.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ შეხვედრას ვაკოს ყოფილი გუნდელი, არნემის "ვიტესის" ქართველი კაპიტანი გურამ კაშია დაესწრო.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული