დანიის პირველობაზე სამი ქართველის "ესბიერგი" გასვლაზე "ლუნგბიუს" დაუზავდა - 0:0. სტუმართა გუნდში ორი ქართველის დებიუტი შედგა. ოთარ კაკაბაძემ 90 წუთი ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო, ბუდუ ზივზივაძე კი 67-ე წუთიდან ჩაერთო თამაშში.
"ესბიერგის" მესამე ქართველი ლაშა პარუნაშვილი გუნდს მომდევნო ტურიდან დაეხმარება.
დანიაშივე, მათე ვაწაძე თავის ყოფილ კლუბ "ორჰუსს" დაუპირისპირდა. მატჩი 1:1 დასრულდა. ქართველი ფორვარდი "ვიბორგის" ძირითად შემადგენლობაში იყო. ის მე-60 წუთზე შეცვალეს.
* * *
საფრანგეთის რანგით მეორე ლიგაში "რეიმსი" შინ ლიდერ "ბრესტს" * * *
პოლონეთის ექსტრაკლასაში "რუხმა" შინ 2:0 მოუგო "შლიონსკს". სტუმართა შორის სათადარიგო იყო ლაშა დვალი, რომელსაც ბოლო დროს სათამაშო პრაქტიკა აკლია.* * *
აზიის ჩემპიონთა თასზე ტაშკენტის "ლოკომოტივმა" შინ 2:0 მოუგო დუბაის "ალ აჰლის". შეუცვლელად ითამაშა მასპინძელთა ქართველმა საყრდენმა კახა მახარაძემ. არაბულ გუნდში კი განელი ვარსკვლავი ასამოა გიანი ვიხილეთ.* * *
აზერბაიჯანის ჩემპიონატში "ნეფთჩიმ" გასვლაზე 1:0 მოუგო აზალ-ს. გამარჯვებულთა შორის სრულად ითამაშა საქართველოს ნაკრების მცველმა გიორგი ნავალოვსკიმ.(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"