[ლეგიონი] ხიზანიშვილმა გამარჯვების გაიტანა, კვეკვესკირს ხელი გაარტყეს [VIDEO]

AutoSharing Option
აზერბაიჯანის ჩემპიონატის მორიგ ტურში ზაურ სვანაძის გაწვრთნილმა ბაქოს "ინტერმა" გასვლაზე მოულოდნელად მოუგო პირველობის ლიდერსა და წყვილის ფავორიტ "ყარაბაღს".

ერთადერთი გოლი ზურაბ ხიზანიშვილმა 70-ე წუთზე გაიტანა, საჯარიმოს მისადგომებიდან ძლიერი დარტყმით.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ნიკა კვეკვესკირის "გაბალამ" სტუმრად 1:1 ითამაშა "ქიაფაზთან". კვეკვესკირი 38-ე წუთზე გააძევეს, რადგან წესი დაარღვია ნიჯათ გურბანოვის წინააღმდეგ. ეს უკანასკნელი წამოდგა და ჩვენებურს ხელით შეეხო და ცხადია, არც კვეკვესკირი დარჩებოდა ვალში...
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

რუსეთის თასის მეოთხედფინალში "ურალმა" და "კრასნოდარმა" გამარჯვებული პენალტების სერიაში გაარკვიეს, მას მერე, რაც ძირითადი და დამატებითი დრო
3:3 დასრულდა. საფეხბურთო "ლატარიაში" იღბალმა "ურალს" გაუღიმა - 4:3.

გამარჯვებულთა შორის ტრავმის გამო არ უთამაშია გიორგი ჭანტურიას, "კრასნოდარში" კი თორნიკე ოქრიაშვილი სათადარიგო იყო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
რა უნდათ ქართველებს რუსეთის გუნდებში და ზოგადად სლავურში? სკამს ხეხავენ და აპრიალებენ
vax-vax
11:26 01-03-2017
0
ამ თათარს უყურე რა
svan
13:07 01-03-2017
0

სიახლეები პოპულარული