ლევან მჭედლიძის თამაში "ჯენოასთან" მატჩში საეჭვოა

AutoSharing Option
5 მარტს, იტალიის სერია A-ს 27-ე ტურში "ემპოლი" "ჯენოას" მასპინძლობს. ამ შეხვედრაში ლევან მჭედლიძის მონაწილეობა საეჭვოა.

შეგახსენებთ, რომ ლევანს კარიერის საუკეთესო პერიოდი ჰქონდა დეკემბერ-იანვარში, როცა ჩემპიონატში 5 გოლი გაიტანა. შემდეგ კი მან ტრავმა მიიღო, ჩვენებურს 5 თებერვლის მერე აღარ უთამაშია.

"ტუტო მერკატოს" ცნობით, "ემპოლიმ" გენუელებთან მატჩისთვის მზადება უკვე დაიწყო, თუმცა ლევანი ცალკე ემზადება. მას კუნთზე კვლავ პრობლემა აქვს. თუმცა კლუბის ექიმი ოპტიმისტურად არის განწყობილი, ქართველი ფორვარდის სტატუსი "ჯენოასთან" მატჩისთვის მაინც საეჭვოა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული