შეგახსენებთ, რომ ლევანს კარიერის საუკეთესო პერიოდი ჰქონდა დეკემბერ-იანვარში, როცა ჩემპიონატში 5 გოლი გაიტანა. შემდეგ კი მან ტრავმა მიიღო, ჩვენებურს 5 თებერვლის მერე აღარ უთამაშია.
"ტუტო მერკატოს" ცნობით, "ემპოლიმ" გენუელებთან მატჩისთვის მზადება უკვე დაიწყო, თუმცა ლევანი ცალკე ემზადება. მას კუნთზე კვლავ პრობლემა აქვს. თუმცა კლუბის ექიმი ოპტიმისტურად არის განწყობილი, ქართველი ფორვარდის სტატუსი "ჯენოასთან" მატჩისთვის მაინც საეჭვოა.