ლევანი ისევ უჩივის ზურგს, რომელიც მას გუნდთან ერთად ვარჯიშის საშუალებას არ აძლევს. ის თერაპიის კურსს გადის, რომ ზურგი საბოლოოდ მოირჩინოს.
შეგახსენებთ, რომ "ემპოლის" ქართველი ფორვარდის ნაყოფიერი პერიოდის შემდეგ, რომელიც დეკემბრის შუა რიცხვებში დაიწყო (მჭედლიძის ანგარიშზე 5 გოლია სერია A-ში) ჩვენებური დაშავდა და 5 თებერვლის შემდეგ მოედანზე ვერ გადის.