მათე ცინცაძის გუნდმა შჩეცინის "პოგონმა" გიორგი მერებაშვილის პლოცკის "ვისლას" უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა.
ცინცაძე მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და მეორე ტაიმის დასაწყისში შეცვალეს. სასტარტოში იყო მერებაშვილიც, რომელმაც მოედანი მსაჯის მიერ დამატებულ დროში დატოვა. მანამდე მან ყვითელი ბარათი მიიღო.
ამ დროისთვის "პოგონი" პოლონეთის მთავარ ლიგაში მე-9 ადგილზეა, "ვისლა" კი - მე-11-ზე.