ლევან მჭედლიძე "ტოტენჰემში"? "ემპოლიში" ივნისამდე დუმილს ამჯობინებენ

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდი ლევან მჭედლიძე უკვე რამდენიმე ტურია, რაც "ემპოლიში" ვეღარ თამაშობს. იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამის მიზეზი ლევანის ტრავმაა, თუმცა რამდენიმე გამოცემამ კლუბის ხელმძღვანელობასთან ფეხბურთელის კონფლიქტიც ახსენა.

მჭედლიძის საკითხთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან კლუბის სპორტულმა დირექტორმა მარსელო კარლიმ ისაუბრა.

"მჭედლიძესთან პრობლემები არ გვაქვს. კონტრაქტით მას ჩვენთან კიდევ ერთი წელი აკავშირებს. მასთან ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით სიტყვიერ შეთანხმებასაც მივაღწიეთ.

მჭედლიძის არყოფნის მიზეზი მისი ტრავმაა. ის ჩვენი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და ეს გასულ მატჩებშიც გამოჩნდა. ამიტომ ვიმედოვნებთ, მწყობრში მალე ჩადგება", -
თქვა დირექტორმა.

როგორც pianetaempoli.it-ი წერს, მჭედლიძისადმი ინტერესს პრემიერლიგის გუნდი, ლონდონის "ტოტენჰემი" იჩენს და იტალიურ კლუბთან მოლაპარაკებებიც დაიწყო, თუმცა "ემპოლის" დირექტორი ამ ინფორმაციას არ ადასტურებს.

"არ ვადასტურებ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს "ტოტენჰემთან" მჭედლიძეზე მოლაპარაკებებს ვმართავდით. თუ რაიმე სიახლე იქნება, მხოლოდ ივნისში. მანამდე კი ტრავმის მოშუშებას და მის მოედანზე დაბრუნებას ველით", - განაცხადა  კარლიმ.
მკითხველის კომენტარები / 8 /
მე მაქვს კიდევ უახლესი ინფორმაცია რომ ვლადიმერ დვალიშვილით ვესტ ჰემი დაინტერესდა და ენდი ქეროლის შემცვლელად უნდათ! ეს წავიკითხე ახალ ქართულ საიტზე "ქართველჟურნალისტებსრაგეშველებათ.ქომ"
იმედი მაქვს გამოაქვეყნებთ :)
goga
14:15 10-03-2017
0
ღმერთმა ქნას უკეთესში წავიდეს, მაგრამ ნამეტანი "ხრუსტალნია" და აიტანს პრემიერლიგის სიჩქარეებს და ჭიდაობას?
ნოდარი
14:19 10-03-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული