ლევან მჭედლიძე "ტოტენჰემში"? "ემპოლიში" ივნისამდე დუმილს ამჯობინებენ

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდი ლევან მჭედლიძე უკვე რამდენიმე ტურია, რაც "ემპოლიში" ვეღარ თამაშობს. იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამის მიზეზი ლევანის ტრავმაა, თუმცა რამდენიმე გამოცემამ კლუბის ხელმძღვანელობასთან ფეხბურთელის კონფლიქტიც ახსენა.

მჭედლიძის საკითხთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან კლუბის სპორტულმა დირექტორმა მარსელო კარლიმ ისაუბრა.

"მჭედლიძესთან პრობლემები არ გვაქვს. კონტრაქტით მას ჩვენთან კიდევ ერთი წელი აკავშირებს. მასთან ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით სიტყვიერ შეთანხმებასაც მივაღწიეთ.

მჭედლიძის არყოფნის მიზეზი მისი ტრავმაა. ის ჩვენი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და ეს გასულ მატჩებშიც გამოჩნდა. ამიტომ ვიმედოვნებთ, მწყობრში მალე ჩადგება", -
თქვა დირექტორმა.

როგორც pianetaempoli.it-ი წერს, მჭედლიძისადმი ინტერესს პრემიერლიგის გუნდი, ლონდონის "ტოტენჰემი" იჩენს და იტალიურ კლუბთან მოლაპარაკებებიც დაიწყო, თუმცა "ემპოლის" დირექტორი ამ ინფორმაციას არ ადასტურებს.

"არ ვადასტურებ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს "ტოტენჰემთან" მჭედლიძეზე მოლაპარაკებებს ვმართავდით. თუ რაიმე სიახლე იქნება, მხოლოდ ივნისში. მანამდე კი ტრავმის მოშუშებას და მის მოედანზე დაბრუნებას ველით", - განაცხადა  კარლიმ.
მკითხველის კომენტარები / 8 /
ტოტენჰემი რეალი არა იხვის ტოლმაააა
manche
11 მარტი 2017 06:30
0
აბა რეალიო??
reali
10 მარტი 2017 16:26
0
)))JER ARDAMDGARA PIRVELI APRILI...TAVS IRTOBT?
euhhh
10 მარტი 2017 15:59
0
batono edo shegizliat dadot originalshi sadac es waikitxet?meorec mchedlize araa ispexburteli,totenhemma tundac satadarigostvis rom sheizinos da mesame da mtavari,inglisis premierligashi pizikurad verxvdebian 52s zemot myopi qveynis pexburtelebi...
euhhh
10 მარტი 2017 15:57
0
რეებს ბოდიალობთ:D რა ტოტენჰემი თუ ძმა ხარ ფეხზე ვერ დგას
ფეხბურთელი კი არა კოჭლი ზურაბაა :D
ika
10 მარტი 2017 15:11
0
რაა ყოველ წამს და წუთს ტრამვას რომ ღებულობს?!
aburjga
10 მარტი 2017 14:53
0
ღმერთმა ქნას უკეთესში წავიდეს, მაგრამ ნამეტანი "ხრუსტალნია" და აიტანს პრემიერლიგის სიჩქარეებს და ჭიდაობას?
ნოდარი
10 მარტი 2017 14:19
0
მე მაქვს კიდევ უახლესი ინფორმაცია რომ ვლადიმერ დვალიშვილით ვესტ ჰემი დაინტერესდა და ენდი ქეროლის შემცვლელად უნდათ! ეს წავიკითხე ახალ ქართულ საიტზე "ქართველჟურნალისტებსრაგეშველებათ.ქომ"
იმედი მაქვს გამოაქვეყნებთ :)
goga
10 მარტი 2017 14:15
0

სიახლეები პოპულარული