[ლეგიონი] გურამ კაშიამ გაიტანა, "ვიტესმა" კი "სპარტა" გაანადგურა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
10 მარტს, საქართველოს ნაკრების მცველის გურამ კაშიას გუნდმა არნემის "ვიტესმა" ჰოლანდიის ერედევიზიეში XXVI ტურის საშინაო შეხვედრაში როტერდამის "სპარტა" ანგარიშით 5:0 გაანადგურა, ბოლო გოლი კი სწორედ მასპინძელთა ქართველმა კაპიტანმა გაიტანა.

კაშიამ, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა, როტერდამელთა რბევას წერტილი 61-ე წუთზე, კუთხურის შემდეგ დაუსვა. მან "სპარტას" საჯარიმოში არეულობით ისარგებლა და ახლო მანძილიდან გაიტანა.

აღსანიშნავია, რომ ეს მიმდინარე ჩემპიონატში გურამ კაშიას პირველი გოლია. რაც შეეხება მის გუნდს, "ვიტესი" 39 ქულით დროებით სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზეა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული