გიორგი ლორია: ვფიქრობ, დღეს ჩემთან მამაჩემის სული იყო და ის დამეხმარა...

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და "კრილია სოვეტოვის" მეკარე გიორგი ლორიამ რუსეთის პრემიერლიგის მე-20 ტურის მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

- [ლეგიონის უქმეები] ქვილითაია და ხოჭოლავა ნაკრებში გოლით მოდიან [VIDEO]

ჩემპიონატის მორიგ ტურში ლორიას "კრილია სოვეტოვი" "როსტოვს" დაუპირისპირდა. მატჩი უგოლო ფრით დასრულდა.

"მატჩის მიწურულს "როსტოვს" გატანა და მოგება შეეძლო. სადღაც ჩვენც გაგვიმართლა. მადლობა ღმერთს, რომ არ წავაგეთ. ვფიქრობ, დღეს ჩემთან მამაჩემის სული იყო და ის დამეხმარა...

საკუთარ თავს არ გამოვარჩევ. მეკარე ვარ და ჩემი საქმეა, გუნდმა გოლი არ გაუშვას. მადლობა გულშემატკივარს მხარდაჭერისთვის.
ამას ნამდვილად ვგრძნობდი.

ვფიქრობ, "როსტოვზე" ამდენმა გადაფრენამ უარყოფითად იმოქმედა. თანაც, "ოლდ ტრაფორდსა" და "მეტალურგზე" სხვადასხვა მოედანია, რთულია ერთიდან მეორეზე გადართვა. "როსტოვი" ძლიერი გუნდია", - ციტირებს ლორიას championat.com.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული