შეგახსენებთ, რომ ქართველ ფეხბურთელს 5 თებერვლის შემდეგ არ უთამაშია, ხოლო მისმა "ემპოლიმ" ზედიზედ 6 მატჩი დათმო.
ბოლო დღეებში ქართველი ფორვარდი აცხადებდა, რომ "რომასთან" მატჩისთვის მზადყოფნაში იქნებოდა, თუმცა ბოლო ვარჯიშზე მას გუნდთან ერთად არ მიუღია მონაწილეობა.
იტალიური მედიის ცნობით, ქართველი ფორვარდი ალბათ, სათადარიგოთა სკამზე იქნება "რომასთან" დაპირისპირებაში.