იტალია, სერია A.
ლევან მჭედლიძე "რომასთან" მატჩის (0:2) განაცხადში ვიხილეთ, თუმცა ის მოედანზე არ გამოსულა. "ემპოლიმ" ზედიზედ მე-7 ტურში წააგო და მხოლოდ იმიტომ არ არის გასავარდნ ზონაში, რომ აუტსაიდერები ასევე ცუდად ასპარეზობენ.
იტალია, ლეგა პრო.
"ტუტოკუოიო" სტუმრად 1:3 დამარცხდა "პისტოიეზესთან". ირაკლი შეყილაძემ შეუცვლელად ითამაშა, მაგრამ გუნდს ვერაფრით შეეწია.
"ნიურნბერგს" ლუკას ჰუფნაგელი დაუბრუნდა და მშვენივრადაც, მისმა გუნდმა 2:1 დაამარცხა "კარლსრუე". ჩვენებურმა "შპორტალისგან" სამი ბალი დაიმსახურა, რაც მასპინძელთა მეკარის შემდეგ საუკეთესო შეფასებაა. ჰუფნაგელი 82-ე წუთზე შეცვალეს.
აკაკი გოგია ისევ ტრავმირებულია, მისმა "დინამომ" სტუმრად 3:3 ითამაშა "შტუტგარტთან".
საფრანგეთი, ლიგა 2.
ჯაბა კანკავას "რეიმსი" სტუმრად "ლე ავრს" დაუზავდა - 1:1. ჩვენებურმა შეუცვლელად ითამაშა.
ჰოლანდია, ერედივიზიე.
გურამ კაშიას "ვიტესმა" დერბი მოუგო "ნაიმეგენს (2:1) და მეხუთე ადგილზე გადაინაცვლა. ქართველმა კაპიტანმა შეუცვლელად ითამაშა.
პორტუგალია, პრიმეირა.
გიორგი მაკარიძის "მორეირენშე" კვლავ საშიშ ზონაშია. ქართველმა მეკარემ ვერ უშველა გუნდს, რომელიც სტუმრად "სეტუბალთან" 0:2 დამარცხდა.
პორტუგალია, სეგუნდა.
ავთო ებრალიძის (90 წთ) "ჟილ ვისენტემ" 1:0 დაამარცხა "აკადემიკა". "ჟილ ვისენტემ" ზედიზედ მესამე გამარჯვება იზეიმა.
პოლონეთი, ექსტრაკლასა.
ლუკა ზარანდიას (სათადარიგო) "არკა" შინ 2:4 დამარცხდა "ლენჩნასთან", რომლის რიგებშიც ერთი ტაიმი ითამაშა ნიკა ძალამიძემ. ძალამიძე მაშინ გამოცვალეს, როცა მისი გუნდი შესვენებაზე 2:0-ით გავიდა.
გიორგი მერებაშვილის "პლოცკმა" 4:1 მოუგო "კრაკოვიას". ქართველი სასტარტოში იყო, ის 84-ე წუთზე შეცვალეს.
ვაკო ყაზაიშვილი მხოლოდ 88-ე წუთზე ჩაერთო თამაშში "ლეგიასა" და "პოგონის" შეხვედრაში - 2:0. წაგებულთა რიგებში მათე ცინცაძე სათადარიგო იყო.
ავსტრია, ბუნდესლიგა.
გიორგი ქვილითაიას "რაპიდი" სტუმრად "ზანკტ პოლტენს" დაუზავდა - 1:1. ჩვენებურმა შეუცვლელად ითამაშა.
დანია, სუპერლიგა.
დავით სხირტლაძის (64-ე წუთზე გამოცვალეს) "სილკებორგი" შინ "ოლბორგს" დაუზავდა - 0:0.
ბოლოადგილოსანი "ესბიერგი" შინ 0:0 დაუზავდა "რანდერსს". ოთარ კაკაბაძემ და ბუდუ ზივზივაძემ შეუცვლელად ითამაშეს. რაც შეეხება ლაშა პარუნაშვილს, ის საერთოდ არ ჩანს დანიურ გუნდში.
მათე ვაწაძეს ყოფილი გუნდის, "ორჰუსის" წინააღმდეგ თამაში არ მოუწია, "ვიბორგი" შინ 2:4 დამარცხდა, ხოლო ვაწაძე სათადარიგო იყო.
უნგრეთი, OTP ბანკ ლიგა.
ბუბა დაუშვილის გარეშე მოთამაშე "დიოშდიორმა" 3:1 დაამარცხა "უიპეშტი".
ჩეხეთი, 1 ლიგა.
ლიდერ "პლზენს" სტუმრად 2:2 დაუზავდა ზურაბ ცისკარიძის "ტეპლიცე". ქართველს არ უთამაშია.
ტრავმირებული ლევან ყენიას "სლავია" დერბიში "სპარტას" 1:1 დაუზავდა.
სლოვაკეთი, ფორტუნა ლიგა.
გიორგი ბერიძის "ტრენჩინმა" სტუმრად მოუგო "მორავცეს" - 2:0. ქართველმა ნახევარდაცვის მარცხენა ფლანგზე შეუცვლელად ითამაშა.
მაკედონია, 1 ლიგა.
ჯაბა ჯიღაური 61-ე წუთზე გამოჩნდა "ვარდარის" რიგებში, რომელმაც "რაბოტნიჩკის" 2:0 მოუგო.
თურქეთი, 1 ლიგა.
"გიოზთეფემ" "გირესუნს" 2:1 ქართველი სანდრო კობახიძის გარეშე მოუგო.
კვიპროსი, I დივიზიონი.
ქვედა ექვსეულში აგრძელებს ბრძოლას ქართველთა "ახნასი", სადაც გუნდმა სტუმრად "არისი" დაამარცხა - 1:0. ნიკა კაჭარავა 65-ე წუთზე გამოცვალეს, გიორგი ილურიძე კი სათადარიგო იყო.
რუსეთი, პრემიერლიგა.
ქართველთა "ურალმა" სტუმრად 3:2 დაამარცხა "ანჟი". ჯიმი ტაბიძე სათადარიგო იყო, გიორგი ჭანტურია კვლავ ტრავმირებულია.
ტრავმირებული გია გრიგალავას "არსენალმა" "ტომს" 3:0 მოუგო.
საბა კვირკველიას "ლოკომოტივმა" სტუმრად 1:0 მოუგო "უფას". ქართველმა მცველმა შეუცვლელად ითამაშა და "ჩემპიონატისგან" 8 ბალიც დაიმსახურა.
გიორგი ლორიას იმავე გამოცემამ 6 ბალი დაუწერა ცსკა-სთან საგარეო მატჩში, რომელიც "კრილია სოვეტოვმა" 1:2 დათმო.
თორნიკე ოქრიაშვილის "კრასნოდარი" დღეს ესტუმრება "როსტოვს", ხოლო ჯანო ანანიძის "სპარტაკი" მასპინძლობს "ორენბურგს", რომლის ღირსებას ელგუჯა ლობჯანიძე იცავს.
რუსეთი, I დივიზიონი.
მამუკა კობახიძემ სრულად ითამაშა, ხოლო მისი "ნეფტეხიმიკი" შინ 0:1 დამარცხდა "ნალჩიკთან".
უკრაინა, პრემიერლიგა.
დავით ხოჭოლავამ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო მისი "ჩერნომორეცი" ოდესაში "ოლიმპიკს" დაუზავდა. მასპინძელთა რიგებში არ ყოფილა გიორგი გადრანი.
ჯაბა ლიპარტია "შახტართან" მატჩში 79-ე წუთზე ჩაერთო, როცა "ზორია" 1:2-ს აგებდა. ამის მერე "სტუმრები" 10 კაცის ამარა დარჩნენ, მაგრამ ანგარიში მაინც არ შეიცვალა.
უკრაინა, დუბლები.
გიორგი არაბიძის (77-ე წუთზე შემოვიდა) "შახტარმა" 3:0 დაამარცხა ზაპოროჟიეში "ზორია".
ლიტვა, A ლიგა.
ლევან მაჭარაშვილის (მეორე ტაიმი ითამაშა) "შტუმბრასი" შინ "უტენისს" დაუზავდა - 1:1. დავით მაქარაძის (76-ე წუთზე შემოვიდა) "იონავამ" 5:2 მოუგო ლევან ჭაფოძის (შეუცვლელად ითამაშა) "კაუნოს".
ლატვია, ვირშლიგა.
გიორგი ერისთავისა (90 წთ) და ვასიკო ბაჩიაშვილის (სათადარიგო) "ლიეპაიამ" 3:1 მოუგო "ბაბიტეს".
ლაშა შერგელაშვილისა (90 წთ) და გიორგი დიაკვნიშვილის (არ უთამაშია) "რიგასი" სტუმრად "მეტასთან" დამარცხდა - 1:3.
ესტონეთი, მეისტრილიგა.
"ფლორამ" "ტამეკა" 4:0 გაანადგურა, ამას კი საფუძველი ზაქარია ბეგლარიშვილმა ჩაუყარა, რომელმაც გახსნა ანგარიში. ჩვენებური 67-ე წუთზე შეცვალეს.
ბელორუსი, ვისშაია ლიგა.
დაიწყო ბელორუსის პირველობაც. ვაკო გვილიას გარეშე მოთამაშე ბატე სტუმრად 1:1 დაუზავდა "გომელს", ხოლო გოგიტა გოგატიშვილის (84-ე წუთზე შემოვიდა) "დინამომ" სტუმრად 3:0 დაამარცხა "დნეპრი".
გიორგი ქანთარიას დებიუტი ჰქონდა "ნემანში", რომელიც შინ "სლავიას" დაუზავდა - 0:0.
მოლდოვა, დივიზია ნაციონალა.
ირაკლი ჩომახაშვილის "უნგენი" ბოლო ადგილზეა, გუნდმა ზედიზედ 5 მარცხის მერე სტუმრად 1:0 დაამარცხა "აკადემია". ქართველმა ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა.
გუგა ფალავანდიშვილის (შეუცვლელად ითამაშა) "დაჩიამ" "ზარიას" 1:0 მოუგო.
აზერბაიჯანი, პრემიერლიგა.
გიორგი ნავალოვსკის (90 წთ) "ნეფთჩი" "სუმგაითს" ესტუმრა და 0:2 დამარცხდა.
ზაურ სვანაძის "ინტერმა" აზალ-ს 2:1 მოუგო და ნუგზარ კვირტიას გუნდს ელიტიდან გავარდნა ოფიციალურად გაუფორმა. წაგებულთა შორის შეუცვლელად ითამაშა კვირტიამ. ხოლო "ინტერში" 90 წუთი იყო მოედანზე ზურაბ ხიზანიშვილი, რომელიც მეორე ტაიმში გააფრთხილეს.
ნიკა კვეკვესკირის (71-ე წუთზე გამოცვალეს) "გაბალა" შინ 1:1 დაუზავდა გიორგი გოროზიას (81-ე წუთზე შემოვიდა) "ზირას".
სომხეთი, პრემიერლიგა.
ირაკლი კვეკვესკირის (90 წთ) "ალაშკერტი" შინ "განძასართან" დამარცხდა - 1:2.
ყაზახეთი, პრემიერლიგა.
კახა ცხადაძის "ქაირათმა" სეზონი ვერ დაიწყო კარგად, ალმათელები შინ "ქაისარს" 1:1 დაუზავდნენ. ეს "ქაირათის" ზედიზედ მესამე ფრე იყო ჩემპიონატში.
ოთარ მარცვალაძის (მე-80 წუთზე გამოვიდა) "ორდაბასიმ" შინ 2:1 დაამარცხა "ოკჟეტპესი", ხოლო ლაშა დვალის (90 წთ) "ირტიში" შინ 1:3 დამარცხდა "აქტობესთან".
უჩა ლობჟანიძემ და ლადო დვალიშვილმა შეუცვლელად ითამაშეს "აკჟაიკთან" საგარეო მატჩში - 2:2. "ატირაუს" ამჟამად მინუს 7 ქულა აქვს, რადგან ყაზახეთის ფეხბურთის ფედერაციამ ქართველთა გუნდს 9 ქულა დააკლო.
უზბეკეთი, PFL.
კახა მახარაძის "ლოკომოტივმა" 5:0 გაანადგურა შოთა გრიგალაშვილის "ოლმალიქი". ორივე ჩვენებურმა შეუცვლელად ითამაშა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"