[ლეგიონის უქმეები] 70 ლეგიონერის... ერთი გოლი [VIDEO]

AutoSharing Option
სანაკრებო პაუზის შემდეგ ქართულმა ლეგიონმა ვერაფრით გაგვახარა - დაახლოებით 70 ფეხბურთელის ანგარიშზე ჯამში ერთი გოლია, ისიც - სუსტ ესტონურ პირველობაზე გავიდა. სუსტ პირველობასთან ერთად, სუსტი ლეგიონერები ნაკრების ცუდი თამაშის კიდევ ერთი მიზეზია...

იტალია, სერია A.
ლევან მჭედლიძე "რომასთან" მატჩის (0:2) განაცხადში ვიხილეთ, თუმცა ის მოედანზე არ გამოსულა. "ემპოლიმ" ზედიზედ მე-7 ტურში წააგო და მხოლოდ იმიტომ არ არის გასავარდნ ზონაში, რომ აუტსაიდერები ასევე ცუდად ასპარეზობენ.

იტალია, ლეგა პრო.
"ტუტოკუოიო" სტუმრად 1:3 დამარცხდა "პისტოიეზესთან". ირაკლი შეყილაძემ შეუცვლელად ითამაშა, მაგრამ გუნდს ვერაფრით შეეწია.

გერმანია, II ბუნდესლიგა.

"ნიურნბერგს" ლუკას ჰუფნაგელი დაუბრუნდა და მშვენივრადაც, მისმა გუნდმა 2:1 დაამარცხა "კარლსრუე". ჩვენებურმა "შპორტალისგან" სამი ბალი დაიმსახურა, რაც მასპინძელთა მეკარის შემდეგ საუკეთესო შეფასებაა. ჰუფნაგელი 82-ე წუთზე შეცვალეს.

აკაკი გოგია ისევ ტრავმირებულია, მისმა "დინამომ" სტუმრად 3:3 ითამაშა "შტუტგარტთან".

საფრანგეთი, ლიგა 2.
ჯაბა კანკავას "რეიმსი" სტუმრად "ლე ავრს" დაუზავდა - 1:1. ჩვენებურმა შეუცვლელად ითამაშა.

ჰოლანდია, ერედივიზიე.
გურამ კაშიას "ვიტესმა" დერბი მოუგო "ნაიმეგენს (2:1) და მეხუთე ადგილზე გადაინაცვლა. ქართველმა კაპიტანმა შეუცვლელად ითამაშა.

პორტუგალია, პრიმეირა.
გიორგი მაკარიძის "მორეირენშე" კვლავ საშიშ ზონაშია. ქართველმა მეკარემ ვერ უშველა გუნდს, რომელიც სტუმრად "სეტუბალთან" 0:2 დამარცხდა.

პორტუგალია, სეგუნდა.
ავთო ებრალიძის (90 წთ) "ჟილ ვისენტემ" 1:0 დაამარცხა "აკადემიკა". "ჟილ ვისენტემ" ზედიზედ მესამე გამარჯვება იზეიმა.

პოლონეთი, ექსტრაკლასა.
ლუკა ზარანდიას (სათადარიგო) "არკა" შინ 2:4 დამარცხდა "ლენჩნასთან", რომლის რიგებშიც ერთი ტაიმი ითამაშა ნიკა ძალამიძემ. ძალამიძე მაშინ გამოცვალეს, როცა მისი გუნდი შესვენებაზე 2:0-ით გავიდა.

გიორგი მერებაშვილის "პლოცკმა" 4:1 მოუგო "კრაკოვიას". ქართველი სასტარტოში იყო, ის 84-ე წუთზე შეცვალეს.

ვაკო ყაზაიშვილი მხოლოდ 88-ე წუთზე ჩაერთო თამაშში "ლეგიასა" და "პოგონის" შეხვედრაში - 2:0. წაგებულთა რიგებში მათე ცინცაძე სათადარიგო იყო.

ავსტრია, ბუნდესლიგა.
გიორგი ქვილითაიას "რაპიდი" სტუმრად "ზანკტ პოლტენს" დაუზავდა - 1:1. ჩვენებურმა შეუცვლელად ითამაშა.

დანია, სუპერლიგა.
დავით სხირტლაძის (64-ე წუთზე გამოცვალეს) "სილკებორგი" შინ "ოლბორგს" დაუზავდა - 0:0.

ბოლოადგილოსანი "ესბიერგი" შინ 0:0 დაუზავდა "რანდერსს". ოთარ კაკაბაძემ და ბუდუ ზივზივაძემ შეუცვლელად ითამაშეს. რაც შეეხება ლაშა პარუნაშვილს, ის საერთოდ არ ჩანს დანიურ გუნდში.

მათე ვაწაძეს ყოფილი გუნდის, "ორჰუსის" წინააღმდეგ თამაში არ მოუწია, "ვიბორგი" შინ 2:4 დამარცხდა, ხოლო ვაწაძე სათადარიგო იყო.

უნგრეთი, OTP ბანკ ლიგა.
ბუბა დაუშვილის გარეშე მოთამაშე "დიოშდიორმა" 3:1 დაამარცხა "უიპეშტი".

ჩეხეთი, 1 ლიგა.
ლიდერ "პლზენს" სტუმრად 2:2 დაუზავდა ზურაბ ცისკარიძის "ტეპლიცე". ქართველს არ უთამაშია.

ტრავმირებული ლევან ყენიას "სლავია" დერბიში "სპარტას" 1:1 დაუზავდა.

სლოვაკეთი, ფორტუნა ლიგა.
გიორგი ბერიძის "ტრენჩინმა" სტუმრად მოუგო "მორავცეს" - 2:0. ქართველმა ნახევარდაცვის მარცხენა ფლანგზე შეუცვლელად ითამაშა.

მაკედონია, 1 ლიგა.
ჯაბა ჯიღაური 61-ე წუთზე გამოჩნდა "ვარდარის" რიგებში, რომელმაც "რაბოტნიჩკის" 2:0 მოუგო.

თურქეთი, 1 ლიგა.
"გიოზთეფემ" "გირესუნს" 2:1 ქართველი სანდრო კობახიძის გარეშე მოუგო.

კვიპროსი, I დივიზიონი.
ქვედა ექვსეულში აგრძელებს ბრძოლას ქართველთა "ახნასი", სადაც გუნდმა სტუმრად "არისი" დაამარცხა - 1:0. ნიკა კაჭარავა 65-ე წუთზე გამოცვალეს, გიორგი ილურიძე კი სათადარიგო იყო.

რუსეთი, პრემიერლიგა.
ქართველთა "ურალმა" სტუმრად 3:2 დაამარცხა "ანჟი". ჯიმი ტაბიძე სათადარიგო იყო, გიორგი ჭანტურია კვლავ ტრავმირებულია.

ტრავმირებული გია გრიგალავას "არსენალმა" "ტომს" 3:0 მოუგო.

საბა კვირკველიას "ლოკომოტივმა" სტუმრად 1:0 მოუგო "უფას". ქართველმა მცველმა შეუცვლელად ითამაშა და "ჩემპიონატისგან" 8 ბალიც დაიმსახურა.

გიორგი ლორიას იმავე გამოცემამ 6 ბალი დაუწერა ცსკა-სთან საგარეო მატჩში, რომელიც "კრილია სოვეტოვმა" 1:2 დათმო.

თორნიკე ოქრიაშვილის "კრასნოდარი" დღეს ესტუმრება "როსტოვს", ხოლო ჯანო ანანიძის "სპარტაკი" მასპინძლობს "ორენბურგს", რომლის ღირსებას ელგუჯა ლობჯანიძე იცავს.

რუსეთი, I დივიზიონი.
მამუკა კობახიძემ სრულად ითამაშა, ხოლო მისი "ნეფტეხიმიკი" შინ 0:1 დამარცხდა "ნალჩიკთან".

უკრაინა, პრემიერლიგა.
დავით ხოჭოლავამ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო მისი "ჩერნომორეცი" ოდესაში "ოლიმპიკს" დაუზავდა. მასპინძელთა რიგებში არ ყოფილა გიორგი გადრანი.

ჯაბა ლიპარტია "შახტართან" მატჩში 79-ე წუთზე ჩაერთო, როცა "ზორია" 1:2-ს აგებდა. ამის მერე "სტუმრები" 10 კაცის ამარა დარჩნენ, მაგრამ ანგარიში მაინც არ შეიცვალა.

უკრაინა, დუბლები.
გიორგი არაბიძის (77-ე წუთზე შემოვიდა) "შახტარმა" 3:0 დაამარცხა ზაპოროჟიეში "ზორია".

ლიტვა, A ლიგა.
ლევან მაჭარაშვილის (მეორე ტაიმი ითამაშა) "შტუმბრასი" შინ "უტენისს" დაუზავდა - 1:1. დავით მაქარაძის (76-ე წუთზე შემოვიდა) "იონავამ" 5:2 მოუგო ლევან ჭაფოძის (შეუცვლელად ითამაშა) "კაუნოს".

ლატვია, ვირშლიგა.
გიორგი ერისთავისა (90 წთ) და ვასიკო ბაჩიაშვილის (სათადარიგო) "ლიეპაიამ" 3:1 მოუგო "ბაბიტეს".

ლაშა შერგელაშვილისა (90 წთ) და გიორგი დიაკვნიშვილის (არ უთამაშია) "რიგასი" სტუმრად "მეტასთან" დამარცხდა - 1:3.

ესტონეთი, მეისტრილიგა.
"ფლორამ" "ტამეკა" 4:0 გაანადგურა, ამას კი საფუძველი ზაქარია ბეგლარიშვილმა ჩაუყარა, რომელმაც გახსნა ანგარიში. ჩვენებური 67-ე წუთზე შეცვალეს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ბელორუსი, ვისშაია ლიგა.
დაიწყო ბელორუსის პირველობაც. ვაკო გვილიას გარეშე მოთამაშე ბატე სტუმრად 1:1 დაუზავდა "გომელს", ხოლო გოგიტა გოგატიშვილის (84-ე წუთზე შემოვიდა) "დინამომ" სტუმრად 3:0 დაამარცხა "დნეპრი".

გიორგი ქანთარიას დებიუტი ჰქონდა "ნემანში", რომელიც შინ "სლავიას" დაუზავდა - 0:0.

მოლდოვა, დივიზია ნაციონალა.
ირაკლი ჩომახაშვილის "უნგენი" ბოლო ადგილზეა, გუნდმა ზედიზედ 5 მარცხის მერე სტუმრად 1:0 დაამარცხა "აკადემია". ქართველმა ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა.

გუგა ფალავანდიშვილის (შეუცვლელად ითამაშა) "დაჩიამ" "ზარიას" 1:0 მოუგო.

აზერბაიჯანი, პრემიერლიგა.
გიორგი ნავალოვსკის (90 წთ) "ნეფთჩი" "სუმგაითს" ესტუმრა და 0:2 დამარცხდა.

ზაურ სვანაძის "ინტერმა" აზალ-ს 2:1 მოუგო და ნუგზარ კვირტიას გუნდს ელიტიდან გავარდნა ოფიციალურად გაუფორმა. წაგებულთა შორის შეუცვლელად ითამაშა კვირტიამ. ხოლო "ინტერში" 90 წუთი იყო მოედანზე ზურაბ ხიზანიშვილი, რომელიც მეორე ტაიმში გააფრთხილეს.

ნიკა კვეკვესკირის (71-ე წუთზე გამოცვალეს) "გაბალა" შინ 1:1 დაუზავდა გიორგი გოროზიას (81-ე წუთზე შემოვიდა) "ზირას".

სომხეთი, პრემიერლიგა.
ირაკლი კვეკვესკირის (90 წთ) "ალაშკერტი" შინ "განძასართან" დამარცხდა - 1:2.

ყაზახეთი, პრემიერლიგა.
კახა ცხადაძის "ქაირათმა" სეზონი ვერ დაიწყო კარგად, ალმათელები შინ "ქაისარს" 1:1 დაუზავდნენ. ეს "ქაირათის" ზედიზედ მესამე ფრე იყო ჩემპიონატში.

ოთარ მარცვალაძის
(მე-80 წუთზე გამოვიდა) "ორდაბასიმ" შინ 2:1 დაამარცხა "ოკჟეტპესი", ხოლო ლაშა დვალის (90 წთ) "ირტიში" შინ 1:3 დამარცხდა "აქტობესთან".

უჩა ლობჟანიძემ და ლადო დვალიშვილმა შეუცვლელად ითამაშეს "აკჟაიკთან" საგარეო მატჩში - 2:2. "ატირაუს" ამჟამად მინუს 7 ქულა აქვს, რადგან ყაზახეთის ფეხბურთის ფედერაციამ ქართველთა გუნდს 9 ქულა დააკლო.

უზბეკეთი, PFL.
კახა მახარაძის "ლოკომოტივმა" 5:0 გაანადგურა შოთა გრიგალაშვილის "ოლმალიქი". ორივე ჩვენებურმა შეუცვლელად ითამაშა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
ცისკარიძე ტეპლიცეში აღარ არის. შვედეთში გადავიდა.
ასაძე
03 აპრილი 2017 23:51
0
არ გაუტანია კვირტიას აზერბაიჯანში

http://www.pfl.az/

ოფიციალურზე ოფიციალური წყარო
შევარდენი 1906-ს
03 აპრილი 2017 17:05
0
კვირტიამ გაიტანა 90 წუთზე აზერბაიჯანში,რომან ჭანტურიას გოლი გამოგრჩათ, ცისკარიძე შვედეთის AFC გადავიდა...ჩვენ უფრო მეტი გვცოდნია.
შევარდენი 1906
03 აპრილი 2017 13:20
0
რა ქვეყნებია ჩამოთვლილი ან როგორ გუნდებში თამაშობენ გაგიჟდები კაცი რა... ამათი იმედი გვაქ ჩვენ???.ჩემი აზრით მთელი ეროვნული ნაკრები უნდა დაიშალოს(2-3 კაცის გარდა) და ახალგაზრდული ნაკრებიდან უნდა დაწინაურდეს ყველა ვინც ღირსია მწვთნელთან ერთად.ამ ეროვნული ნაკრების არსებობას აზრი არ აქვს!!!არც ვაისის დარჩენას არ აქვს.აზრი!!
333
03 აპრილი 2017 12:52
0
გაუგებარია რატომ ვთხოვთ ჩვენი ლეგიონერების შემხედვარე ვაის სერბეთის დამარცხებას. სერბები ევროპის ტოპ ჩემპიონატებში თამაშობენ და მათი დამარცხება სასწაულის ტოლფასია,სასწაული კი ძალიან იშვიათად ხდება. ჯერ ჩვენმა ლეგიონერებმა ითამაშონ ევროპის წამყვან კლუბებში და მერე სასწაულის იმედათ აღარ ვიქნებით. თავის კბილა ნაკრებებს კი უგებენ ჩვენები, მაგალითად ლატვიას.
kika
03 აპრილი 2017 11:53
0
და რომან ჭანტურიამ რა დაგიშავათ გოლი გაიტანა პორტუგალიაში. ჭანტურიას გოლი გოლი არაა ?? და მეორე ცისკარიძე ტეპლიცეში აღარააა
gaguuu
03 აპრილი 2017 11:45
0
ცისკარიძე ტეპლიცეში აღარაა!
ჟურნალისტო
03 აპრილი 2017 11:31
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული