ნიკა კვეკვესკირი: როგორმე უნდა მივაწოდოთ პეპ გვარდიოლას ჩემი თამაშის ვიდეო

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და აზერბაიჯანული "გაბალას" ნახევარმცველმა ნიკა კვეკვესკირმა Sportall.ge-ს რუბრიკა "ინტერნეტკონფერენციის" მეშვეობით მკითხველთა კითხვებს უპასუხა. ამასთან, კვეკვესკირმა საუკეთესო კითხვის ავტორი შეარჩია, რომელსაც საჩუქრად თავის საკლუბო მაისურს უსახსოვრებს.

თავდაპირველად, ნიკამ მკითხველებს დასმული შეკითხვებისთვის მადლობა გადაუხადა: "მოგესალმებით. მინდა, დიდი მადლობა გადაგიხადოთ ყველა კითხვის ავტორს. სასიამოვნოა, როცა ქართველი გულშემატკივრისგან ამდენი თბილი სიტყვა გესმის. ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო Sportall.ge-ს ასეთი საინტერესო პროექტისთვის. წარმატებებს გისურვებთ".

გთავაზობთ ამონარიდს ინტერნეტკონფერენციიდან.

მკითხველი:

- გამარჯობა, ნიკა. პირველ რიგში, გილოცავ წარმატებულ თამაშს სერბეთთან და ლატვიასთან (გვარდიოლამ თუ ნახა შენი
თამაში, დარწმუნებული ვარ, "სიტიში" მიგიწვევს). როგორც მივხვდი, ორივე სანაკრებო თამაშში ''რეჯისტას'' ფუნქციას ასრულებდი (ხაბი ალონსოს, დე როსის სტილში თამაშობდი). შენი პოზიციის მოთამაშისთვის, ჩემი აზრით, ყველაზე მთავარი თამაშის ტემპის სწორად წარმართვაა, რასაც ძალიან კარგად ახერხებდი წინა თამაშებში და როგორ ფიქრობ, ამისთვის მხოლოდ ბუნებრივი ნიჭი საკმარისია? თუ კიდევ რაიმე თეორიული ცოდნაა საჭირო, თუნდაც იგივე შენი პოზიციის ცნობილი ფეხბურთელების - პირლოს და სხვების თამაში ანალიზი და ასე შემდეგ?
- დიდი მადლობა ასეთი შეფასებისთვის. როგორმე უნდა მივაწოდოთ გვარდიოლას ჩემი თამაშის ვიდეო (იცინის).

იმ ყველაფერს, რაც ჩამოთვალეთ, ბუნებრივ ნიჭთან ერთად თეორიული ცოდნაც სჭირდება. საბედნიეროდ, წარსულშიც და ახლაც საკმაოდ ძლიერ მწვრთნელებთან მიწევს მუშაობა, რაც განვითარებაში მეხმარება. რა თქმა უნდა, ვაკვირდები ჩემს პოზიციაზე მოთამაშე ფეხბურთელებსაც. ვცდილობ, მათგანაც ვისწავლო.

სრული ინტერნეტკონფერენციის ნახვა აქ შეგიძლიათ - ნიკა კვეკვესკირმა Sportall.ge-ს მკითხველებს უპასუხა.
მკითხველის კომენტარები / 7 /
Ki gvardiolas unaxia da gadareula amis tamashid barcelonashi unda dabrundes exla da iq miyavs. Vai chvens patrons gabalashi motamashebit gvinda ro mundialze gavited neti ara chemi mteri sanam bavshta pegburts ar eshveleba da chempionati ar gadzlierdeba sul machanchala nakrebi gveyoleba
temo
10:37 04-04-2017
0
გუჯა ყარაბახის გულშემატკივარია მაგიტომ არ მოსწონს ნიკა... ჰაჰაჰა
musenbezi
21:44 03-04-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული