- საქართველოში არ დავბადებულვარ, მაგრამ... გაიცანით უკრაინაში მოთამაშე მიხეილ მესხი
მესხი წარმოშობით ქართველია, თუმცა უკრაინაში დაიბადა და იქვე გაიზარდა. გუშინ უკრაინულ საიტ football.ua-ზე მისი ვრცელი ინტერვიუ გამოქვეყნდა, სადაც სხვა საკითხებთან ერთად ეროვნულ ნაკრებზეც ისაუბრა.
გთავაზობთ მონაკვეთს ამ ინტერვიუდან:
- მალე უკრაინის ეროვნული ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ხორვატიის ნაკრებს დაუპირისპირდება. როგორ ფიქრობ, შეუძლია
- ჩვენს ნაკრებში ბევრი მაღალი დონის ფეხბურთელია, მთავარი მწვრთნელი კი - ცოცხალი ლეგენდაა. ვფიქრობ, ხორვატთა დასამარცხებლად ანდრეი შევჩენკო აუცილებლად მონახავს საჭირო რეცეპტს. ვისარგებლებ შემთხვევით და უკრაინის ნაკრებს მომავალ შეხვედრაში წარმატებებს ვუსურვებ.
- ქვეყნის მთავარ გუნდში მოხვედრაზე ოცნებობ?
- რა თქმა უნდა, ვოცნებობ. მანახეთ ერთი ფეხბურთელი, რომელიც ეროვნულ ნაკრებში მოხვედრაზე არ ოცნებობს. ყველა ფეხბურთელის ოცნებაა საკუთარი ქვეყნის ნაკრებში თამაში. ჩვენს ნაკრებში საუკეთესო ფეხბურთელები არიან და იქ მოსახვედრად დიდი შრომაა საჭირო.
* * *
ამის შემდეგ მიხეილ მესხს დავუკავშირდით და დავინტერესდით, ნიშნავდა თუ არა ეს საქართველოს ნაკრებზე უარის თქმას."არასწორი ინტერპრეტაციაა. მე არ მითქვამს, რომ კონკრეტულად უკრაინის ნაკრებში თამაშზე ვოცნებობ. ვთქვი, რომ ეროვნულ ნაკრებში თამაში ყველა ფეხბურთელის ოცნებაა.
საქართველოსთან დაკავშირებით კი ყველაფერი ძველებურადაა - ამ ქვეყნის ნაკრებში მინდა თამაში, მაგრამ უკრაინის მოქალაქე ვარ და საქართველოდან არავინ დამკავშირებია", - გვითხრა ფეხბურთელმა.