Sportall.ge-ს მკითხველებმა თებერვლის საუკეთესო ლეგიონერები გამოავლინეს
მკითხველებმა საუკეთესოდ უკრაინული "ჩერნომორეცის" მცველი დავით ხოჭოლავა დაასახელეს. მან ხმების 25,5% მიიღო.
მეორე ადგილზე 19,7%-ით ავსტრიული "რაპიდის" თავდამსხმელი გიორგი ქვილითაია გავიდა.
მესამე ადგილზეა კვიპროსული "ახნასის" ფორვარდი ნიკა კაჭარავა ხმების 14%-ით.
მკითხველებს ხმის მიცემა 2 დღის განმავლობაში შეეძლოთ. სულ გამოკითხვაში მონაწილეობა 1 552-მა ადამიანმა მიიღო.
გამოკითხვის სრული შედეგები
1. დავით ხოჭოლავა - 25,5%
2. გიორგი ქვილითაია - 19,7%
3. ნიკა კაჭარავა - 14%
4. საბა კვირკველია - 13,4%
5.
6. ნიკა კვეკვესკირი - 10,4%
7. ჯაბა კანკავა - 2,9%
8. გიორგი ბერიძე - 2,1%