მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი გაუცდა, მჭედლიძე 5 გოლით მაინც გუნდის ბომბარდირია. ჩვენებური "რომასთან" მატჩში დაუბრუნდა გუნდს, ოღონდ მხოლოდ სათადარიგოთა სკამზე იჯდა. სასტარტოში ლევანი, ალბათ, არც "პესკარასთან" იქნება.
აი, რა თქვა ჯოვანი მარტუშელომ, "ემპოლის" თავკაცმა: "მჭედლიძე? არა მგონია, რომ ის სასტარტოში იყოს. მან ცოტაოდენი ივარჯიშა გუნდთან ერთად, მაგრამ გადაწყვეტილების მისაღებად კიდევ 24 საათი მაქვს.
მე ვესაუბრე