[ლეგიონი] ლუკას ჰუფნაგელის "ნიურნბერგი" შინ დამარცხდა
AutoSharing Option
გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში მორიგი მატჩი ჩაატარა ლუკას ჰუფნაგელმა. 28-ე ტურის შეხვედრაში მისმა გუნდმა "ნიურნებერგმა" საკუთარ მოედანზე "სანკტ-პაული" მიიღ და ანგარიშით 0:2 დამარცხდა.
23 წლის ნახევარმცველმა, რომელსაც საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ერთი მატჩი აქვს ჩატარებული, შეცვლაზე ითამაშა და მოედანზე ბოლო ნახევარ საათი დაჰყო.
"ნიურნბერგს" 35 ქულა აქვს და ამჟამად სატურნირო ცხრილში მერვე ადგილზეა.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.