საბა კვირკველია: რომ არა ის, რუსეთის ჩემპიონატს ახლა სახლიდან ვუყურებდი

AutoSharing Option
მოსკოვის "ლოკომოტივის" მცველმა საბა კირკველიამ "როსტოვთან" ფრედ (0:0) დასრულებული მატჩის შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

- ერთმანეთს ორი ძალიან კარგი გუნდი შეხვდა, რომლებიც დაცვაში კარგად თამაშობენ. ეს ანგარიშიდანაც ჩანს. 100%-იანი მომენტი ამ მატჩში არ შექმნილა. ჩემი აზრით, ფრე ლოგიკური შედეგია.

- იური სიომინმა თქვა, რომ "ლოკომოტივში" ქართველის ყოფნა გამარჯვებას ნიშნავს...
- ის ძალიან მეხმარება და მთელი ცხოვრება მისი მადლიერი ვიქნები. რომ არა ის, რუსეთის ჩემპიონატს ახლა სახლიდან ვუყურებდი. მისთვის ყველაფერს გავაკეთებ, რაც შემიძლია.

- გამოდის, რომ "ლოკომოტივში" დარჩენა იჯარის დასრულების შემდეგაც
გსურს?
- რა თქმა უნდა! მაგრამ ყველაფერს ისე ვიზამ, როგორც "ლოკომოტივს" ენდომება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული