ოფიციალურად: დავით ხოჭოლავა დონეცკის "შახტარის" ფეხბურთელია

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ოდესის "ჩერნომორეცის" მცველი დავით ხოჭოლავა კარიერას დონეცკის "შახტარში" გააგრძელებს.

აღნიშნული ინფორმაცია "შახტარის" ოფიციალურმა საიტმა გაავრცელა. ქართველმა მცველმა კლუბთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ხოჭოლავა "ჩერნომორეცში" სეზონის დასრულებამდე დარჩება, შემდეგ კი ახალ გუნდს შეუერთდება.

კარიერის განმავლობაში 24 წლის მცველს თბილისის "სასკოში", რუსთავის "მეტალურგში", ბოლნისის "სიონში", თბილისის "დინამოში", ფოთის "კოლხეთსა" და ქობულეთის "შუქურაში" აქვს ნათამაშები. ვლადიმირ ვაისმა მას ნდობა ეროვნული ნაკრების სამ მატჩში გამოუცხადა.
მკითხველის კომენტარები / 7 /
შახტარში 2 ქართველი ირიცხება და მათსავით არ დაგემართოს. ყურადღებას ნუ მოადუნებ გისურვებ წარმატებას.
გიგო
12:35 12-04-2017
0
გაიხარე, წინ დიდი წარმატებებისკენ!
მაგარია
14:44 11-04-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული