"ჩერნომორეცის" მწვრთნელი: ხოჭოლავას წასვლა დანაკლისია, მაგრამ არა კატასტროფა!

AutoSharing Option
ოდესის "ჩერნომორეცის" მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრ ბაბიჩმა დავით ხოჭოლავას "შახტარში" გადასვლასთან დაკავშირებით უკრაინულ sport-express.ua-სთან კომენტარი გააკეთა.

- ოფიციალურად: დავით ხოჭოლავა დონეცკის "შახტარის" ფეხბურთელია

"ხმები ამ ტრანსფერზე დიდი ხნის განმავლობაში ვრცელდებოდა, მაგრამ თვითონ ხოჭოლავა ამბობდა, რომ კონტრაქტი არ გაუფორმებია. ჩემი ინფორმაციით, კონტრაქტი კიევში ორშაბათს, სასტუმრო "ოპერაში" გაფორმდა.

- ეს დიდი დანაკლისია?
- ეს მოსალოდნელი იყო, სწორედ ამიტომ ვიწვევდით გუნდში აბლიტაროვს და დაცვაში აზაცკის ვათამაშებდით. არ დავმალავ, რომ ხოჭოლავამ ბოლო პერიოდში ძალიან მოუმატა - ის უფრო მოქნილი, მობილური, ტაქტიკურად განათლებული გახდა. გარდა ამისა,
მას კარგი პირველი პასი აქვს, რომელიც ჩვენი მცველებისთვის უმთავრესი პირობაა. ხოლო როცა გუნდმა დადებითი შედეგების დაფიქსირება დაიწყო, მასაც ყურადღება მიაქციეს.

ასე რომ, არ დავმალავ - მისი წასვლა დანაკლისია, მაგრამ არა კატასტროფა!", - თქვა ბაბიჩმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული