თავად მჭედლიძემ ნამატჩევს საინტერესო კომენტარი გააკეთა:
"ფლორენციაში გამარჯვება ბევრს დაუჯერებელი ეგონა, მაგრამ ჩვენ ეს მოვახერხეთ, იმიტომ, რომ დარწმუნებულები ვიყავით - ეს შეგვეძლო! ბოლო კვირების განმავლობაში გადატანილი არაერთი სირთულის მიუხედავად, ვიმედოვნებთ, რომ ცუდი პერიოდი წარსულს ჩაბარდა", - ამბობს 27 წლის ფორვარდი.
გამოცემა "ტუტომერკატო" კი ამტკიცებს - მართალია, ქართველი თავდამსხმელი მოედანს ახლახან დაუბრუნდა, მაგრამ ზაფხულის
"ქართველი მოთამაშე დაშავებული იყო, თუმცა სელექციონერებმა არ დაივიწყეს და ელოდნენ, როდის დაუბრუნდებოდა მოედანს და მოახერხებდა თუ არა "ემპოლიში" იმავე როლის შესრულებას, რასაც ტრავმამდე ახერხებდა. შესაძლოა, ზაფხულში მისი გადაბირება ინგლისის პრემიერლიგის რამდენიმე კლუბმა სცადოს.
მჭედლიძეს "ემპოლისთან" კონტრაქტი 2018 წელს უმთავრდება. ტრანსფერი დაახლოებით 2 მილიონი ევრო დაჯდება, რაც ინგლისური კლუბებისთვის პრობლემას არ წარმოადგენს".
საინტერესოა, რომ მჭედლიძემ მიმდინარე სეზონში 5 გოლი გაიტანა და მიუხედავად ლამის სამთვიანი პაუზისა, დღემდე "ემპოლის" საუკეთესო ბომბარდირია.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"