კახა მახარაძე უზბეკეთის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა

AutoSharing Option
sports.uz-მა უზბეკეთის ჩემპიონატის მე-6 ტურის სიმბოლური ნაკრები შეადგინა, რომელშიც ტაშკენტის "ლოკომოტივის" მცველი კახა მახარაძე მოხვდა.

"ლოკომოტივი" 12 ქულით ლიდერია, ხოლო 29 წლის მახარაძე, რომელსაც საქართველოს ნაკრებშიც უთამაშია, ძირითადად, ცენტრალურ მცველად თამაშობს (თუმცა ამპლუით ნახევარმცველია).

მე-6 ტურში "ლოკომოტივმა" "ნასაფს" 2:1 მოუგო. შეგახსენებთ, რომ კიდევ ერთ უზბეკურ კლუბში, "ოლმალიქში" თამაშობს შოთა გრიგალაშვილი.

VI ტურის სიმბოლური ნაკრები
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს უკვე მიღწევაა!
kamo
19:06 18-04-2017
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული