ყაზახეთში თასის გათამაშების მერვედფინალური მატჩები გაიმართა. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მოედანს გოლით დაუბრუნდა გოგიტა გოგუა, რომლის "ორდაბასიმ" გასვლაზე 1:0 მოუგო "ყიზილ-ჟარს" და მეოთხედფინალში გავიდა. 59-ე წუთზე ერთადერთი გოლი 11-მეტრიანით სწორედ ჩვენებურმა ნახევარმცველმა გაიტანა, 70-ე წუთზე კი შეცვალეს. გოგუასგან განსხვავებით, სრულად ითამაშა "ორდაბასის" მეორე ქართველმა ოთარ მარცვალაძემ.
მეოთხედფინალშია "ატირაუც", რომელმაც სტუმრად 2:1 მოუგო "კირანს". 90 წუთი ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო უჩა ლობჟანიძემ, ხოლო ლადო დვალიშვილი არ გამოჩენილა.
კახა ცხადაძის გაწვრთნილმა "ქაირათმა" შინ 2:0
პორტუგალიის რანგით მეორე ლიგაში "ჟილ ვისენტე" "პორტუს" მეორე გუნდს დაუზავდა - 2:2. სტუმართა შორის ორიდან ერთი გოლი ავთო ებრალიძემ გაიტანა.
ლიტვის ჩემპიონატში "შტუმბრასმა" შინ 1:0 მოუგო "იონავას". მასპინძელთა რიგებში ერთადერთი გოლი 34-ე წუთზე ლევან მაჭარაშვილმა გაიტანა. ის მე-80 წუთზე შეცვალეს. სტუმართა შორის სასტარტო შემადგენლობაში იყო დავით მაკარაძე.
მაკედონიის თასის საპასუხო ნახევარფინალში "ვარდარმა" გასვლაზე 1:0 სძლია "შკენდიას", მაგრამ ორმატჩიან დუელში ეს ანგარიში წარმატებისთვის არ ეყო, რაკი პირველი შეხვედრა 1:3 ჰქონდა წაგებული. "ვარდარის" ძირითად შემადგენლობაში იყო ჯაბა ჯიღაური, ვინც შესვენებისას შეცვალეს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"