Przegladsportowy: "ლეგიამ" გადაწყვიტა - ვაკო ყაზაიშვილი არნემის "ვიტესში" დაბრუნდება

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ვარშავის "ლეგიას" შემტევი ვაკო ყაზაიშვილი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე არნემის "ვიტესში" დაბრუნდება.

აღნიშნულ ინფორმაციას przegladsportowy.pl ავრცელებს. წყაროს ცნობით, "ლეგიამ" ყაზაიშვილის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება უკვე მიიღო. კლუბი არ აპირებს ვაკოს გამოსყიდვას 2 მილიონ ევროდ.

შეგახსენებთ, რომ ყაზაიშვილი "ლეგიაში" გასული წლის ზაფხულში ერთწლიანი იჯარის წესით გადავიდა. იჯარის დასრულების შემდეგ, სურვილის შემთხვევაში, "ლეგიას" ყაზაიშვილის გამოსყიდვის უფლება აქვს, თუმცა, როგორც პოლონური მედია წერს, ვაკომ "ლეგიას" ხელმძღვანელთა მოლოდინები ვერ გაამართლა.
მკითხველის კომენტარები / 5 /
ვაკო, ცხოვრება ეგეთია, მით უმეტეს სპორტული, ხან წარმატებები იქნება, ხან ჩავარდნები, ეს ჩვეულებრივი რამაა, ამიტომ მიაწექი ახალი ენერგიით და შემართებით, რომელიც არასდროს გაკლდა და ყველაფერი კარგად იქნება. შენ დიდი ფეხბურთი დიდხანს უნდა ითამაშო, გფარავდეს უფალი. აბა შენ იცი გულშემატკივრები შენთან ვართ.
gizog
14:17 21-04-2017
0
არაა ძმაო შენი საქმე კომენტარების წერა და ჯობია დაანებო თავი, ეს იმის მერე გახდა ხალხისთვის გასაგები ვაკოზე რო კომენტარი დაწერე
sircxvilia vako_s
12:48 21-04-2017
0

სიახლეები პოპულარული