"თბილისის "დინამოში" მითხრეს, იმდენად კარგი ფეხბურთელი ვერ ხარ, რამდენადაც სასიძოო"

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ოდესის "ჩერნომორეცის" მცელმა დავით ხოჭოლავამ Sportall.ge-ს რუბრიკა "ინტერნეტკონფერენციის" მეშვეობით მკითხველთა კითხვებს უპასუხა. ამასთან, ხოჭოლავამ საუკეთესო კითხვის ავტორი შეარჩია, რომელსაც საჩუქრად თავის სანაკრებო მაისურს უსახსოვრებს.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერნეტკონფერენციიდან:

მკითხველი:
- 3 წლის წინ "დინამოს" შემადგენლობაში არ გათამაშებდნენ, საიდანაც ფოთის "კოლხეთში" გადახვედი და პირველ ლიგაში ითამაშე ნახევარი სეზონი, დღეს კი უკვე დონეცკის "შახტართან" გააფორმე კონტრაქტი. რას ეტყოდი შენს მაგალითზე ახალგაზრდა ფეხბურთელებს მოტივაციის გასაზრდელად?
- პირველი და უმთავრესი, შრომაა! უკრაინაში როცა ჩამოვედი, მეგონა, ფიზიკურად უკვე სათანადოდ მზად ვიყავი, მაგრამ
მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ბევრად მეტი შემიძლია.

მოტივაციის გასაზრდელად, ერთ სასაცილო ფაქტს გავიხსენებ (დღეს კი მეცინება, მაგრამ მაშინ ის ფრაზა გულში ჩამრჩა). თბილისის "დინამოდან" წამოსვლისას, კლუბის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა მითხრა, იმდენად კარგი ფეხბურთელი ვერ ხარ, რამდენადაც სასიძოო...

ასე რომ, იცოდეთ, ყოველთვის ყველა დადებითად ვერ შეგაფასებთ, მაგრამ თვითრწმენა არასოდეს უნდა დაკარგოთ!

სრული ინტერნეტკონფერენციის ნახვა აქ შეგიძლიათ - დავით ხოჭოლავამ Sportall.ge-ს მკითხველებს უპასუხა.
მკითხველის კომენტარები / 13 /
sada dinamos vetarani da dzveli gulshematkivari ratom duman fifias rom xedaven veraferi shemata gunds dasavletshi arcet bavshvs ar unda dinamoshi tamashi ukve imdeni shedzles sheadzules dinamo sakartvelos
dato
22 აპრილი 2017 12:37
0
fifiam aset adamianebis natkvams unda miakcios kuradgeba amit mainc gaigos rom atkueben aba tviton ver mixvdeba fegburti ar icis
gia
22 აპრილი 2017 12:32
0
დინამოში, რომ ....მუშაობენ ეგ ფაქტია და ფიფიააა ყველაფრის თავი. რა გააკეთა ერთი, უბიუჯეტო დინამოსაც ზუსტადიგივე შედეგები ქონდა უკეთესი თუ არა. რიგით მაყურებელს რაში აინტერესებს ბაზა და პრობები თუა უკეთესი? აკადემიით იწონებს თავს და გამოჩნდა, რომ ეგ აკადემიაც ვერ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. თუნდაც ასტანის გუნდთან მაგათი სამარცხვინო მარცხი გავიხსენოთ
Levani
22 აპრილი 2017 09:45
0
ხოჭოლავას ცქიფოს,გიორგი დევდარიანის კაცური სკოლა აქვს გავლილი.ეს კი ბევრს ნიშნავს.მთავარია შრომა და რაც მთავარია იღბალი.
თემო
22 აპრილი 2017 08:47
0
ეხლა უკვე პატარებსი დაიწყეს და ფულსაც იტხოვენ..გაავსეს უვიცი მწვრტნელებიტ აკადემიუა,,გარდა ერტი ორისა..უ-19 ყავს მცოდნე მწვრტნელი,დანარცენი კი მოგებაზე ტამასობს
ika
21 აპრილი 2017 22:11
0
თავს დროზე 17 წლის სლავა მეტრეველიც ჩამოიყვანა თავისმა ბიძამ დინამოში სინჯებზე მაგრამ დაიწუნეს,ყიფიანს კი ურჩიეს შენი საქმე "სკრიპკა" არისო.ეხლა წარმოიდგინეთ ქართული ფეხბურთი მეტრეველის და ყიფიანის გარეშე.ასე რომ მიდი დათო ბევრი იშრომე და შენ დიდ ფეხბურთს ითამაშებ
დავითი
21 აპრილი 2017 20:51
0
კალაძესაც უთხრეს , სხვა საქმე აირჩიე , ფეხბურთი შენი საქმე არააო . ესეთი ამაგდარი მესვეურები გვყავს და ექსპერტები ფეხბურთში , დონეც სახეზეა :((
GERCHI
21 აპრილი 2017 19:57
0
ძალიან სამწუხაროა მაგრამ ალბათ ვინც ქართულ საფეხბურთო სკოლებში ბავშვების აღზრდა-სელექციაზე მუშაობს ისე უნდა გაუშვა როგორც ოდესღაც საპატრულო პოლიციაზე გადასვლისას საგზაო პოლიციიდან გაუშვეს ხალხი...ანუ ყველა უნდა გაუშვა და შემდეგ 0-დან მიიღო ახალი კადრები...ალბათ ვიღაცისთვის საწყენი იქნება მაგრამ სხვა გამოსავალი არ ჩანს.
L.E.S
21 აპრილი 2017 18:48
0
ქართველი ფეხბურთელებიდან ყველაზე ძლიერ გუნდში დავითი დამაშობს და ჩემი აზრით ყველაზე დიდი პერსპექტივა აქვს და მისი შრომისმოყვარეობის გამო დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრს მიაღწევს
gio
21 აპრილი 2017 18:09
0
დავით შენც და სხვებმაც უნდა დაასახელოთ ასეთი "ექპერტების" გვარები, რო მერე არ გამოვიდნენ ტელევიზიით ჭკუის დარიგება არ დაგვიწყონ, მასეთების გამო ვართ ამ დღეში.წარმატებები.
sabonis
21 აპრილი 2017 17:55
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული