ფრანგული მედია ჯაბა კანკავაზე უცნაურ ინფორმაციას ავრცელებს

AutoSharing Option
უცნაურ ინფორმაციას ავრცელებენ ფრანგული საიტები - ჯაბა კანკავამ "რეიმსის" თავკაც მიშელ დერ ზაქარიანს მორიგი თამაშისგან გათავისუფლება სთხოვა და მწვრთნელმაც მას უარი არ უთხრა.

როგორც წყაროები იტყობინებიან, საქართველოს ნაკრების კაპიტნის არგუმენტი ასეთი ყოფილა - ის ფსიქოლოგიურად ვერ გამოვიდა "რეიმსის" წინა მარცხიდან.

შეგახსენებთ, რომ ელიტაში დაბრუნებისთვის მებრძოლი "რეიმსი" წინა ტურში აუტსაიდერ "ლავალთან" 2:5 დამარცხდა. არადა, სტუმრები 2:0-ს იგებდნენ და 49-ე წუთზე პენალტიც ვერ გაიტანეს. ჯაბამ ეს თამაში შეუცვლელად ითამაშა.

"რეიმსი" დღეს "ნიმს" მასპინძლობს ლიგა 2-ის მორიგ ტურში.
მკითხველის კომენტარები / 7 /
სრულიად უადგილოა და მავნებლურია სარკაზმი!ალბათ ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს და ზოგიერთის ცინიკური კომენტარები კიდევ უფრო ამძიმებს სიტუაციას!კეთილისმსურველი -მხოლოდ გაამხნევებს!
ზაზა
23:32 21-04-2017
0
იცის კაცმა მისი შესაძლებლობები და შეიკავა თავი
ნათია
22:15 21-04-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული