ფრანგული მედია ჯაბა კანკავაზე უცნაურ ინფორმაციას ავრცელებს

AutoSharing Option
უცნაურ ინფორმაციას ავრცელებენ ფრანგული საიტები - ჯაბა კანკავამ "რეიმსის" თავკაც მიშელ დერ ზაქარიანს მორიგი თამაშისგან გათავისუფლება სთხოვა და მწვრთნელმაც მას უარი არ უთხრა.

როგორც წყაროები იტყობინებიან, საქართველოს ნაკრების კაპიტნის არგუმენტი ასეთი ყოფილა - ის ფსიქოლოგიურად ვერ გამოვიდა "რეიმსის" წინა მარცხიდან.

შეგახსენებთ, რომ ელიტაში დაბრუნებისთვის მებრძოლი "რეიმსი" წინა ტურში აუტსაიდერ "ლავალთან" 2:5 დამარცხდა. არადა, სტუმრები 2:0-ს იგებდნენ და 49-ე წუთზე პენალტიც ვერ გაიტანეს. ჯაბამ ეს თამაში შეუცვლელად ითამაშა.

"რეიმსი" დღეს "ნიმს" მასპინძლობს ლიგა 2-ის მორიგ ტურში.
მკითხველის კომენტარები / 7 /
სრულიად უადგილოა და მავნებლურია სარკაზმი!ალბათ ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს და ზოგიერთის ცინიკური კომენტარები კიდევ უფრო ამძიმებს სიტუაციას!კეთილისმსურველი -მხოლოდ გაამხნევებს!
ზაზა
21 აპრილი 2017 23:32
0
იცის კაცმა მისი შესაძლებლობები და შეიკავა თავი
ნათია
21 აპრილი 2017 22:15
0
დისტანციურად დიაგნოზების დასმა არ გვინდა. უნდა წამოვიდეს რეიმსიდან ვერ შეეწყო ფაქტია იქაურ გარემოს.
papa
21 აპრილი 2017 22:06
0
ორ სიტყვიანი ანეკდოტი: ქართველი ფეხბურთელი :)
dat
21 აპრილი 2017 22:03
0
ცოტა ხნის წინ, ნაკრებში თამაშისგანაც შეიკავა თავი. არ ვარ ბოლომდე მზადო.
კაპიტანი ცოტა სხვა ტიპი უნდა იყოს. თამამი, ამაყი, გამბედავი. კანკავას ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს.
Burton
21 აპრილი 2017 20:28
0
ეგ არის მშიშრობა. სირცხვილია !!!
Kaxa
21 აპრილი 2017 19:15
0
ამ კაცს მართლა სერიოზული დეპრესია სჭირს ალბათ. რახდება ამ კაცის თავს ხომ ვერავინ გვეტყვით.?
gaboze
21 აპრილი 2017 18:31
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული