როგორც წყაროები იტყობინებიან, საქართველოს ნაკრების კაპიტნის არგუმენტი ასეთი ყოფილა - ის ფსიქოლოგიურად ვერ გამოვიდა "რეიმსის" წინა მარცხიდან.
შეგახსენებთ, რომ ელიტაში დაბრუნებისთვის მებრძოლი "რეიმსი" წინა ტურში აუტსაიდერ "ლავალთან" 2:5 დამარცხდა. არადა, სტუმრები 2:0-ს იგებდნენ და 49-ე წუთზე პენალტიც ვერ გაიტანეს. ჯაბამ ეს თამაში შეუცვლელად ითამაშა.
"რეიმსი" დღეს "ნიმს" მასპინძლობს ლიგა 2-ის მორიგ ტურში.