ეროვნული გუნდის გოლკიპერთან დაკავშირებით მართლაც რომ პარადოქსული სიტუაცია იქმნება - რუსეთის პრემიერლიგის არაფრით გამორჩეული გუნდის მეკარე, ლამის ყველა მაჩვენებლით, ჩემპიონატის საუკეთესო კარის დარაჯთა შორისაა. არადა, ამ დროს მას სამწვრთნელო შტაბის ნდობა მოაკლდა.
ვიცით რა მისი სათამაშო შესაძლებლობები, ყველა დაგვეთანხმება - გამორიცხულია, ისეთი კლუბის მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილოს, როგორიც "კრილია სოვეტოვია". მაშ, რაშია საქმე?
ამ დროისთვის ლორიას უთამაშებლობა ლეგიონერების ლიმიტით იხსნება. ცნობილია, რომ ზოგიერთი კლუბის ხელმძღვანელობას ურჩევნია, ძირითად
ეს ჩვენთვის დიდი ვერაფერი შვებაა. ფაქტია, საქართველოს ნაკრების ძირითად მეკარეს სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობა აქვს და ეს ძალიან ცუდია. ვიცით ისიც, რომ თუ სიტუაცია არ შეიცვალა, ლორია ვერ შეურიგდება "კრილია სოვეტოვის" სათადარიგო მეკარის სტატუსს.
შეგახსენებთ, რომ ის სამარულ კლუბს ბერძნული "ოლიმპიაკოსიდან" შეუერთდა. არადა, მას ლონდონის "ჩელსის" ვარიანტი ჰქონდა და ეს მას შემდეგ გამოჩნდა, რაც უკვე მიღწეული ჰქონდა შეთანხმება "კრილიასთან", სადაც მალევე დაიმკვიდრა ადგილი და აქამდე მის ერთ-ერთ ლიდერადაც ითვლებოდა, მაგრამ ახლა სიტუაცია შეიცვალა.
იმედია, მალე ყველაფერი დალაგდება და საქართველოს ნაკრების პირველი მეკარე მაინც არ შეუერთდება პრაქტიკას მოკლებულთა რიგებს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
საბა კვირკველია რუბინში ყველა რუსი მწვრთნელის დროს ძირითადის ფეხბურთელი იყო სანამ ესპანელმა ხავი გრასიამ სკამზე არ დასვა რის გამოც შეიცვალა კლუბი! რუსეთის ჩემპიონატი ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოა და ისე იძახი "მოვერიდოთ ნაკრების ფეხბურთელები რუსეთის ჩემპიონატს"ო თითქოს სხვა ინგლისური და ესპანური გრანდები ეპატიჟებიან და ესენი მაინც რუსეთში გარბიან...)))