20:30 28-04-2017
ნოდარ სიმსივე: ამხელა "დევებში" პატარა ქვეყნისა და პატარა ნაკრების დიდი წარმომადგენელი იყო
AutoSharing Option
მისმა ემოციურად წაყვანილმა მატჩებმა გულშემატკივარში ნამდვილად პოზიტივი გამოიწვია და ამას ის გამოხმაურებებიც ადასტურებს, რომელიც ხშირად მის წაყვანილ მატჩებს აქვს. ერთ-ერთი ასეთი კი "მილანი"-"ემპოლის" მატჩი იყო, სადაც სტუმართა გუნდის ქართველმა ფორვარდმა ლევან მჭედლიძემ თავი მორიგი გოლით გამოიჩინა.
"ჩვენი ხატია სამშობლო... აი, ასე თამაშობენ ფეხბურთს საქართველოში!", - ეს ის სიტყვებია, რომლითაც სიმსივე მჭედლიძის გოლს გამოეხმაურა და რომელსაც, შემდგომ, ძალიან ბევრი გულშემატკივარი იზიარებდა.
Sportall.ge-მ ქართველ კომენტატორთან ვრცელი და საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა, რომლის ერთ-ერთი ნაწილი სწორედ მჭედლიძის გოლსა და იმ გამოხატულ ემოციას დაეთმო. აღსანიშნავია, რომ ამ მატჩამდე მჭედლიძემ სოციალურ ქსელში სწორედ ნოდარ სიმსივის მიერ წაყვანილი ერთ-ერთი მატჩის ვიდეო გამოაქვეყნა შემდეგი წარწერით: "არ მჯერა, რომ ქართველი კომენტატორია".
"თუ მსახიობს ყველაზე მეტად ოსკარი უხარია, მე მჭედლიძის ეს პოსტი გამიხარდა. ვოცნებობ, ოდესმე საქართველოს ეროვნული ნაკრების მატჩები წავიყვანო და ამ დროს, უცებ, სრულიად მოულოდნელად, ჩემ წაყვანილ მატჩს ეხმაურება ლევან მჭედლიძე. ის მჭედლიძე, რომელმაც წლების წინ შოტლანდიასთან ზეიმის საბაბი მომცა და ახლაც ანალოგიური გააკეთა.
ჩვენს ქვეყანაში სულ ნეგატივია, გულშემატკივარი წაგებებსაა მიჩვეული... ყოველგვარი სენტიმენტების გარეშე გეუბნებით - მჭედლიძის გოლის შემდეგ ცრემლები წამომივიდა. ამხელა "დევებში" ერთი ქართველი იყო, რომელსაც ტრავმა ახლად მოშუშებული ჰქონდა, მოედანზე გამოვიდა, თავით გაიტანა და იმწამსვე, ჩვენი ხატია სამშობლო-მეთქი!
ქართველებს შეგვიძლია გოლების გატანა და თანაც, სად? ეს ხომ არ არის რომელიმე დაბალი დონის ლიგა?! იტალიის სერია A-ში გაუტანა ჯანლუიჯი დონარუმას, რომელიც მალე იმ ჯანლუიჯი ბუფონის გზას დაადგება, რომლისთვისაც მჭედლიძეს "პალერმოს" მაისურით აქვს გატანილი.
საერთოდ, იმდენად დიდი მოლოდინი მქონდა მჭედლიძის თამაშის, როგორც კი იტალიის ჰიმნი დასრულდა, ვეღარ მოვითმინე და ჩვენი ჰიმნი ვიმღერე. მოედანზე ქართველი იყო და საქართველოს ჰიმნიც სწორედ ამიტომ შევასრულე. მოედანზე პატარა ქვეყნისა და პატარა ნაკრების დიდი წარმომადგენელი დავინახე და ეს იყო დიდი ბედნიერება...
შემდეგ სოციალურ ქსელში კომენტარებს გადავხედე, ერთ-ერთი გულშემატკივარი ამ გოლზე წერდა, რამხელა ქვეყანა ვყოფილვართო... ეს ძალიან მესიამოვნა", - თქვა სიმსივემ.
სრულ ინტერვიუს Sportall.ge ორშაბათს, 1-ელ მაისს შემოგთავაზებთ.
ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები
პოპულარული
რაც შეეხება საქართველოს პატარა ქვეყნად, ან სხვების "დევებად" მოხსენიება, ნაწილობრივ თითქოს არტისტულია, თუმცა სრულიად არარეალური. უამრავ საქართველოზე პატარა ქვეყნის ფეხბურთელს უდიდესი წარმატება აქვს მსოფლიო მასსტაბით და არც თავად ქართველები უჩიოდნენ მიღწევებს საერთაშორისო ასპარეზზე. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სამ მილიონიანი ურუგვაი მსოფლიოს ორგზის ჩემპიონია არასოდეს გამიგია მათ "პატარა" ქვეყნად მოიხსენიებდნენ. ქვეყნის სიდიდე და სიდიადე იქ მცხოვრები ადამიანების მიღწევებით იზომება და არა მცხოვრებთა რაოდენობით. მე-17 საუკუნის დასაწყისში ინგლისის მოსახლეობა 4 მილიონს არ აღემატებოდა, მე-18 საუკუნისათვის 5 მილიონს და მცირე ხანში მეოთხედი მსოფლიო მათ იმპერიაში შედიოდა. უამრავი მაგალიტის მოყვანა სეიძლება წარსულიდან და აწმყოდა. ასე რომ, გეყოთ წუწუნი. არავითარი პატარა ერი და ქვეყანა არ ვართ.
არ გახსოვთ ალბათ კოტე მახარაძე და...
პ.ს.კომენტატორი თან გულშემატკივარიც უნდა იყოს ფეხბურთის, ფეხბურთიც უნდა ესმოდეს და პროფესიონალიც უნდა იყოს.ვერცერთს ვერ ვხედავ სიმსივეში...
P.S. ისიც მომწონდა 10 წუთი საქართველო და პორტუგალია რო ვერ გაარჩია. რატო გაუშვეს ესეთი მაღალი დონის პროფესიონალიო რო ყვიროდა ხალხი თან.
დაბალი დონის შენ თვითონ ხართ. ნუ გასკდით შურით და ბოღმით.
ძაან კარგი კომენტატორია, ახალი სიტყვაა ქართულ სივრცეში. ნელ-ნელა კიდევ უფრო დაიხვეწება და იქნება მასტერკლასი!