ლეგიონის სუპერპარასკევი: 4 გოლი და საგოლე პასი და დებიუტი [VIDEO]

AutoSharing Option
28 აპრილს ქართველ ლეგიონერთა შვიდმა კლუბმა ითამაშა. ჯამში კი ქართველი ლეგიონერების ანგარიშზე 4 გოლი და 1 საგოლე პასია.

გერმანია, II ბუნდესლიგა.
აკაკი გოგიას "დინამო" "ბოხუმს" ესტუმრა, 2:0-ს უგებდა და საბოლოოდ 2:4 დამარცხდა. ამით დრეზდენელებმა ალბათ, საბოლოოდ დაისამარეს ბუნდესლიგაში აღზევების იმედები, თუმცა ქართველ შემტევს II წრეში საუკეთესო მატჩი ჰქონდა. მე-7 წუთზე მისი პასით ჰაუპტმანმა გახსნა ანგარიში, ხოლო 25-ეზე თავად აკაკიმ შეაგდო. ეს მისი მე-8 გოლია სეზონში და პირველი 5-თვიანი პაუზის შემდეგ. "შპორტალის" შეფასება - 4 ბალი - გოლი პლუს პასისთვის ცოტა
გვეჩვენა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

საფრანგეთი, ლიგა 2.
ჯაბა კანკავას "რეიმსმა" სტუმრად "ნიორს" მოუგო - 3:0. ქართველი ნახევარმცველი მიშელ დერ ზაქარიანმა გუნდში კი დააბრუნა, მაგრამ ის 18-კაციან განაცხადში არ შეუყვანია.

სლოვაკეთი, ფორტუნალიგა.
"ტრენჩინმა" უკვე გაჩემპიონებული "ჟილინა" 2:1 დაამარცხა. ამ შეხვედრაში ანგარიში 31-ე წუთზე ქართველმა გიორგი ბერიძემ გაათანაბრა. ჩვენებურმა შეუცვლელად ითამაშა. 19 წლის ბერიძის ანგარიშზე 9 მატჩში 2 გოლი და 5 საგოლე პასია.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

დანია, სუპერლიგა.
ბოლოადგილოსანი "ესბიერგი" "რანდერსს" ესტუმრა და 0:0 დაუზავდა. სტუმართა რიგებში შეუცვლელად ითამაშა ოთარ კაკაბაძემ, განაცხადში არ ყოფილა ბუდუ ზივზივაძე. მთავარი სიახლე კი ლაშა პარუნაშვილის დებიუტია - 24 წლის ნახევარმცველი მინდორზე მე-80 წუთზე გამოჩნდა. ლაშას დებიუტი სამუშაო ვიზის პრობლემების გამო გაჯანჯლდა.

პოლონეთი, ექსტრაკლასა.
გდინიას "არკა" გადარჩენისთვის იბრძვის, ლუკა ზარანდიას გუნდი შინ უშუალო კონკურენტ "პიასტს" დაუზავდა - 1:1. ზარანდია მას მერე გამოვიდა (76-ე წთ), რაც მეტოქე ათი კაცის ამარა დარჩა, თუმცა "არკამ" გოლი აქეთ გაუშვა და მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა. ქართველმა სულ მეორედ ითამაშა ჩემპიონატში.

ავსტრია, რეგიონალლიგა.
ლუკა ძიძიგურის "კუფშტაინი" "შვაცს" ესტუმრა და 2:2 დაუზავდა. ლუკამ მსაჯის მიერ კომპენსირებულ წუთზე ქართველმა ფორვარდმა გაიტანა და "კუფშტაინს" ქულა შეუნარჩუნა. 24 წლის ძიძიგურმა უკვე 10 გოლი გაიტანა ჩემპიონატში.

ესტონეთი, მეისტრილიგა.
პირველი ორი ფრის შემდეგ, ზედიზედ 7 მატჩი მოიგო ზაქარია ბეგლარიშვილის "ფლორამ". გუნდმა ამჯერად, სტუმრად "ტულევიკს" 2:0 აჯობა. ზაქარიამ ამ მატჩში მე-15 წუთზე პენალტით გაიტანა სტუმართა მეორე გოლი. ჩვენებური 56-ე წუთზე გამოცვალეს. 26 წლის ნახევარმცველს უკვე 3 გოლი აქვს ჩემპიონატში გატანილი.
მკითხველის კომენტარები / 5 /
დაუძახეთ ბეგლარიშვილს ნაკრებში.. პრაქტიკა მაინც ააქვს და გოლებიც გააქ..
0
ავსტრიის რეგიონლიგა რა დასაწერია ვერ ვხვდები?
kika
13:30 29-04-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული