ლევან მჭედლიძე "ბოლონიასთან" - უფრო არა, ვიდრე კი

AutoSharing Option
7 მაისს იტალიის სერია A-ს 35-ე ტურში ძალზე მნიშვნელოვანი მატჩი აქვს ლევან მჭედლიძის "ემპოლის", რომელიც "ბოლონიას" მასპინძლობს. "ბოლონია" სამშვიდობოსაა, მაგრამ "ემპოლი" გასავარდნ ზონას მხოლოდ 4 ქულით უსწრებს და ელიტაში დარჩენა ჯერ არ გაუნაღდებია.

იტალიური მედიის ცნობებით, "მილანთან" მოგებულ მატჩში დაშავებული მჭედლიძის თამაში "ბოლონიასთანაც" საეჭვოა. ქართველმა "სან სიროზე" ჩემპიონატის მე-6 გოლი გაიტანა, შემდეგ კი მუხლი დაიშავა.

მან უკვე გამოტოვა "სასუოლოსთან" მატჩი, რომლის დასრულების შემდეგაც "ემპოლის" ფანებთან მცირე ინციდენტიც კი შეემთხვა.

"მჭედლიძის თამაში ძალზე საეჭვოა, ტოსკანური გუნდის სამედიცინო ჯგუფი ფორვარდს ყოველდღიურ რეჟიმში
აკვირდება", - წერს fantagazzetta.com.

pianetaempoli.it  წერს, რომ ლევანი უფრო ვერ ითამაშებს: "სამწუხაროდ, ლევან მჭედლიძე კვლავ ინდივიდუალურად ემზადება. იმის შანსი, რომ კვირას ის მზად იყოს სათამაშოდ, ნაკლებია. საბოლოო ვერდიქტს ექიმი გამოიტანს".

მკითხველის კომენტარები / 3 /
მჭედლიძე იტალიაში ფეხბურთის სათამაშოდ კი არა, მგონი სამკურნალოდაა ჩასული )))
ნათია
10:01 05-05-2017
0
რა ჭირს ამ ბიჭს,რო შეხედავ ტანკივითაა ისეთ ჯანზეა და რა სათუთი კაცია ვაა?...
ბაჩო გ
21:12 04-05-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული