[ლეგიონი] ლადო დვალიშვილმა ყაზახეთში სადებიუტო გოლი კახა ცხადაძის გუნდს გაუტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
6 მაისს ყაზახეთის პრემიერლიგის მე-12 ტურის მატჩები გაიმართა. ლადო დვალიშვილისა და უჩა ლობჟანიძის "ატირაუმ" კახა ცხადაძის გაწვრთნილ "ქაირათს" უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა.

ორივე ქართველი მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო, დვალიშვილმა კი მატჩის 49-ე წუთზე თავური დარტყმით გაიტანა კიდეც.
ამ გამარჯვებით "ატირაუს" 9 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილში მე-9 ადგილზეა, "ქაირათი" კი 19 ქულით მეოთხეა. აღსანიშნავია, რომ "ატირაუს" 3 თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული