იტალია, სერია A.
ტრავმირებული ლევან მჭედლიძის გარეშე მოთამაშე "ემპოლიმ" "ბოლონიას" 3:1 მოუგო, თუმცა გასავარდნ ზონაში მყოფ "კროტონესთან" სხვაობა ვერ გაზარდა - 3 ტურით ადრე 4 ქულით უსწრებს მას.
იტალია, ლეგა პრო.
ტრავმის გამო არ უთამაშია "ემპოლის" აღზრდილ ირაკლი შეყილაძესაც, რომლის "ტუტოკუოიო" შინ "რენატეს" დაუზავდა - 2:2.
ესპანეთი, ლა ლიგა 1|2|3.
გიორგი აბურჯანია "სევილიას" დუბლებში განაცხადში არ ყოფილა, ანდალუსიელებმა სტუმრად "მირანდესი"
გერმანია, II ბუნდესლიგა.
აკაკი გოგიას (90 წთ) "დინამო" დრეზდენში "მიუნხენთან" 1:2 დამარცხდა. ჩვენებურს "შპორტალმა" 3 ბალი დაუწერა.
საფრანგეთი, ლიგა 2.
ჯაბა კანკავა კვლავ გარიყულია გუნდიდან. "რეიმსი" შინ 0:2 დამარცხდა "ორლეანთან" და ელიტაში დაბრუნების შანსი საბოლოოდ დაკარგა.
პორტუგალია, პრიმეირა.
გიორგი მაკარიძის "მორეირენშემ" უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა "ბრაგასთან" - 2:1. ქართველი მასპინძელთა კარში იდგა, მის ანგარიშზე 2 "სეივია".
პორტუგალია, სეგუნდა.
რომან ჭანტურიას "ოლიანენსი" უკვე გავარდნილია სეგუნდადან, ამ ტურში მისმა გუნდმა სტუმრად "სანტა კლარასთან" 0:3 დათმო.
წააგო ავთო ებრალიძის "ჟილ ვისენტემაც", რომელმაც "ფაფესთან" 1:3 დათმო. ავთოს არ უთამაშია.
ჰოლანდია, ერედივიზიე.
თასის მფლობელმა "ვიტესმა" სტუმრად "უტრეხტთან" 0:1 წააგო, კაპიტანმა გურამ კაშიამ შეუცვლელად ითამაშა.
თურქეთი, I ლიგა.
სანდრო კობახიძემ სათადარიგოთა სკამიდან უყურა "მერსინისა" და "გიოზთეფეს" საოცარ თამაშს (5:6). ქართველის გუნდი 4:0 დაწინაურდა, მაგრამ მასპინძლებმა გათანაბრება შეძლეს, თუმცა ბოლოს მაინც ელიტაში დაბრუნებისთვის მებრძოლმა "გიოზთეფემ" იმარჯვა.
ავსტრია, ბუნდესლიგა.
თავი გამოიჩინა გიორგი ქვილითაიამ, რომელმაც მე-8 და მე-11 წუთებზე გაუტანა "ვოლფსბერგერს". თამაში "რაპიდმა" საბოლოოდ 4:0 მოიგო, ჩვენებური კი 81-ე წუთზე გამოცვალეს. 23 წლის ფორვარდმა ბუნდესლიგაში მეორე დუბლი შეასრულა, სულ კი მის ანგარიშზე უკვე 7 გოლია.
დანია, სუპერლიგა.
დავით სხირტლაძე სათადარიგო იყო, მისმა "სილკებორგმა" კი სტუმრად 1:0 დაამარცხა "ოლბორგი".
მათე ვაწაძემ 72-ე წუთამდე ითამაშა ყოფილ გუნდ "ორჰუსთან", მერე კი შეცვალეს. "ვიბორგი" 0:1 დამარცხდა.
ქართველთა კიდევ ერთი გუნდი, "ესბიერგი" დღეს თამაშობს "ოდენსესთან".
პოლონეთი, ექსტრაკლასა.
გიორგი მერებაშვილის "პლოცკმა" სტუმრად 3:2 მოუგო "ლენჩნას", სადაც ნიკა ძალამიძე (არ უთამაშია) ირიცხება. მერებაშვილმა 68-ე წუთამდე ითამაშა, მის ანგარიშზე ერთი საგოლე პასია.
ვაკო ყაზაიშვილის (არ უთამაშია) "ლეგიამ" სტუმრად 2:0 მოუგო მათე ცინცაძის (სათადარიგო) "პოგონს".
ლუკა ზარანდიას "არკა" სტუმრად დღეს ეთამაშა "კრაკოვიას".
შვედეთი, ოლსვენსკანი.
ზურაბ ცისკარიძის (90 წთ) "ესკილსტუნა" სტუმრად "იონკოპინგთან" 0:1 დამარცხდა.
კვიპროსი, I დივიზიონი.
ირაკლი მაისურაძის (90 წთ) "ერმისმა" 3:0 მოუგო "ნეა სალამინას".
ნიკა კაჭარავას მორიგმა გოლმა "ახნასს" ქულა შეუნარჩუნა "არისთან" მატჩში - 1:1. ქართველმა ფორვარდმა შეუცვლელად ითამაშა, აი, მისი გუნდელი გიორგი ილურიძე კი სათადარიგო იყო. 23 წლის კაჭარავამ უკვე 15 გოლი გაიტანა კვიპროსის ჩემპიონატში.
სლოვაკეთი, ფორტუნალიგა.
გიორგი ბერიძის "ტრენჩინი" შინ "ტრნავასთან" 3:4 დამარცხდა. ქართველ ლეგიონერს, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა, ამჯერად თავი არ გამოუჩენია.
უნგრეთი, OTP ბანკ ლიგა.
ბუბა დაუშვილის (81-ე წუთზე გამოჩნდა) "დიოშდიორი" სტუმრად 1:1 დაუზავდა "დირმოტს".
ფინეთი, იუკონენლიგა.
სეზონი გამარჯვებით დაიწყო ირაკლი სირბილაძის კპვ-მ, რომელმაც შინ 2:1 მოუგო ტპს-ს. ამ მატჩში 92-ე წუთზე გამარჯვების გოლი ქართველმა ვეტერანმა გაიტანა, რომელმაც შემდეგ გადამეტებული ზეიმისთვის ყვითელი ბარათი მიიღო.
მაკედონია. I ლიგა.
ჯაბა ჯიღაური მაკედონიის ჩემპიონი გახდა. "ვარდარმა" 6:0 მოუგო "მაკედონიას". ჩვენებური სათადარიგო გახლდათ.
რუსეთი, პრემიერლიგა.
ჯანო ანანიძემ რუსეთის თასს ("როსტოვის" რიგებში) ჩემპიონობაც დაუმატა - მისი "სპარტაკი" ნაადრევად გახდა ქვეყნის ჩემპიონი. ჯანო "ტომსკთან" 1:0 მოგებულ მატჩში 58-ე წუთზე გამოჩნდა მოედანზე.
"ორენბურგს" 1:0 მოაგებინა "კრასნოდართან" ელგუჯა ლობჯანიძის პირველმა გოლმა რუსეთში. ჩვენებურმა შეუცვლელად ითამაშა. წაგებულთა რიგებში კვლავ ვერ თამაშობს ტრავმირებული თორნიკე ოქრიაშვილი.
გია გრიგალავას არ უთამაშია, მისმა "არსენალმა" 1:0 მოუგო "როსტოვს".
საბა კვირკველიას "ლოკომოტივი" დღეს სტუმრობს "ანჟის", ხოლო ჯიმი ტაბიძისა და გიორგი ჭანტურიას "ურალი" გიორგი ლორიას "კრილია სოვეტოვს" მასპინძლობს.
რუსეთი, I ლიგა.
მამუკა კობახიძის (არ უთამაშია) "ნეფტეხიმიკი" შინ 0:2 დამარცხდა "ტოსნოსთან".
უკრაინა, პრემიერლიგა.
ვახტანგ ჭანტურიშვილის (სათადარიგო) "ოლექსანდრია" კიევში "დინამოსთან" 0:6 განადგურდა.
ჯაბა ლიპარტიას (90 წთ) "ზორია" "შახტართან" 2:3 დამარცხდა.
ყველასთვის მოულოდნელად, ითამაშა ხელმოტეხილმა დავით ხოჭოლავამ, რომლის "ჩერნომორეციც" სტუმრად "ოლიმპიკთან" დამარცხდა - 0:1. ჩვენებური მე-80 წუთზე გააძევეს.
ბელორუსი, ვისშაია ლიგა.
გიორგი ქანთარიას (90 წთ, გააფრთხილეს) "ნემანმა" სტუმრად 3:0 დაამარცხა "დნეპრი".
ვაკო გვილიამ სეზონში პირველი გოლი გაიტანა, მისმა ბატე-მ სტუმრად 6:0 გაანადგურა "სლავია". გვილიამ მეორე ტაიმი ითამაშა. წაგებულთა რიგებში შეუცვლელად გაისარჯა ოთარ ჯავაშვილი.
ესტონეთი, მეისტრილიგა.
ზაქარია ბეგლარიშვილმა ჩემპიონატში მე-4 გოლი გაიტანა, მისმა "ფლორამ" კი "ტულევიკი" 7:0 გაანადგურა. ჩვენებური გოლის მერე მალევე, 69-ე წუთზე შეცვალეს.
აზერბაიჯანი, თასი.
ამ სეზონში ქართველ ლეგიონერთა სათასო ტიტულებს კიდევ ერთი ვერ მიემატა - ნიკა კვეკვესკირის "გაბალა" ფინალში "ყარაბაღთან" 0:2 დამარცხდა.
ყაზახეთი, პრემიერლიგა.
კახა ცხადაძის ქაირათმა" სეზონში პირველი მარცხი იწვნია. "ატირაუმ" 2:1 აჯობა "ქაირათს" და გამარჯვების გოლი მასპინძელთა რიგებში ლადო დვალიშვილმა გაიტანა. ეს ჩვენებურის პირველი გოლია ჩემპიონატში. დვალიშვილმა და უჩა ლობჟანიძემ შეუცვლელად ითამაშეს.
ლაშა დვალის პირველმა გოლმა ყაზახეთში "ირტიშს" სტუმრად 1:0 მოაგებინა "შახტიორთან" დაპირისპირებაში.
ოთარ მარცვალაძის (35-ე წუთზე გამოჩნდა) და გოგიტა გოგუას (სათადარიგო) "ორდაბასიმ" 3:0 მოუგო "აკჟაიკს".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"